რენე შმერლინგი

რენე შმერლინგი

1901-1967 / ხელოვნებათმცოდნე

ქართული ხელოვნების გამოჩენილი მკვლევარი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. დღევანდელი „გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის” ერთ-ერთი დამაარსებელი. შექმნილი აქვს ფუძემდებლური ნაშრომები შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და ხუროთმოძღვრული დეკორის, ძველი ქართული ქანდაკების და რელიეფების, ხელნაწერი წიგნის მხატვრული მორთულობის შესახებ. იკვლევდა ქართული პალეოგრაფიის საკითხებს და ქართულ ხელოვნებას. გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე პოპულარული ნაშრომები – გზამკვლევები ძველი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ.

მის ნაშრომებს ხშირ შემთხვევაში ამშვენებდა მისივე ხელით შესრულებული ნახატები, იქნებოდა ეს ჭედური ხელოვნების ორნამენტებისა თუ ხელნაწერთა მხატვრული მორთულობის ასლები. შმერლინგის შრომებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო ლიტერატურაში. უდიდესია მისი დამსახურება იმ დროს ჯერ კიდევ გამოუკვლეველი და შეუსწავლელი ქართული ხელოვნებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლების შესწავლის საქმეში.

სრული ბიოგრაფიის წაკითხვა

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება