მაკო საფაროვა

1860-1940 / მსახიობი

მისი წარმატებული დებიუტი 1878 წელს შედგა მოლიერის პიესაში, 1879 წელს კი პირველი მუდმივმოქმედი დასის წევრი გახდა, იმავე წელს გაუმართეს პირველი ბენეფისი. საფაროვას წარმატებული თეატრალური კარიერიდან გამორჩეულია შემდეგი როლები: ფაიხოში („სამშობლო”), ნელი („შეშლილი”), გლეხის გოგო ლიზა („რაც გინახავს - ვეღარ ნახავ”), მაშუა გოგო („ციმბირელი”), კლოდინა, ტუანეტა (მოლიერის კომედიები), ნატალია („ხათაბალა”), ეფემია  („პეპო”), ლუიზა („ორი ობოლი”), ოფელია, კორდილია, დეზდემონა (შექსპირის ტრაგედიები), თალიკო („ბაიყუში”), გიმნაზიელი გოგო („ბნელ ოთახში”) და სხვ. მაკო ცოლად გაჰყვა იმავე დასის წევრს, ცნობილ მსახიობს, ვასო აბაშიძეს. მათი შვილი, ტასო აბაშიძე შემდგომში ასევე ცნობილი მსახიობი გახდა. 

1912 წლის იანვარში მაკოს სასცენო მოღვაწეობის 30 წლის იუბილე გადაუხადეს. 1923 წლის 2 იანვარს, კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში „მზის დაბნელება საქართველოში” (ზ. ანტონოვი) იგი უკანასკნელად გამოვიდა რუსთაველის დრამატული თეატრის სცენაზე.

სრული ბიოგრაფიის წაკითხვა