ნინო ნაკაშიძე

1872-1963 / მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ახალგაზრდობიდანვე  აქტიურად  იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მეუღლესთან ერთად იზიარებდა ლევ ტოლსტოის შეხედულებებს და პირადადაც იცნობდა მწერალს,  რის გამოც ხშირად იდევნებოდა. განსაკუთრებით აქტიურდება 1905 წლიდან, როცა სამწერლო ასპარეზზე გამოდის საბავშვო მოთხრობებით და ასევე ეწევა თამამ ჟურნალისტურ საქმიანობას. იყო მრავალი ჰუმანიტარული წამოწყების ინიციატორი. ჟურნალ „ნაკადულის“ რედაქტორად აირჩიეს 1910 წელს, სადაც მრავალი წელი იმუშავა. მისი ინიციატივით გაიხსნა პირველი ქართული საბავშვო ბაღი, დაარსდა საბავშვო თეატრი.

იყო „კავკასიელ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარე, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭოს წევრი.

პარალელურად ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას, მხატვრული ტექსტების გარდა, სამი მემუარული ჟანრის წიგნის ავტორია.

სრული ბიოგრაფიის წაკითხვა

 

ეს გარე შინაარსი მოითხოვს თქვენს თანხმობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

video-thumbnail Open external content on original site