ელენე /ელო/ მეტრეველი

1917-2003  / მეცნიერი

ძველი ქართული მწერლობის ისტორიის მკვლევარი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თიუბინგენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, 1968-1988 წლებში - საქ. მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი, 1988 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე - ამავე ინსტიტუტის დირექტორის მრჩეველი.

იკვლევდა სამწიგნობრო კერების ისტორიას, ავტორია მრავალი სამეცნიერო სტატიისა და ფუნდამენტური ნაშრომისა იერუსალიმის ქართველთა კოლონიისა და ათონის მთის მონასტრის შესახებ. ნაყოფიერი იყო მისი ურთიერთობა ბიზანტიის ისტორიისა და ცივილიზაციის პარიზის ინსტიტუტთან, მათი თხოვნით გამოსაცემად მოამზადა ათონის მთის ბერძნული აქტების ქართული მინაწერები.

ხელმძღვანელობდა ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფს, რომელიც ლუვენის უნივერსიტეტთან ერთად მუშაობდა გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა ქართული თარგმანების გამოცემაზე. დიდი ღვაწლი მიუძღვის ხელნაწერთა აღწერილობების გამოცემაში. მისი ნაშრომები იბეჭდებოდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ცნობილ სამეცნიერო ცენტრებში.

სრული ბიოგრაფიის წაკითხვა

 

ეს გარე შინაარსი მოითხოვს თქვენს თანხმობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

video-thumbnailOpen external content on original site