მარიამ ივანიშვილი-დემურია

მარიამ ივანიშვილი-დემურია

1860-1910 / საზოგადო მოღვაწე

მარიამმა თბილისის სამეანო ინსტიტუტი დაამთავრა და წლების მანძილზე დედაქალაქში, ოზურგეთსა და საჩხერეში მუშაობდა.

ახალგაზრდობიდანვე დაუახლოვდა ეკატერინე გაბაშვილს, ანასტასია წერეთელს, კეკე მესხსა და თავისი თაობის საგანმანათლებლო მოძრაობის სხვა წევრებს, გაეცნო მათ საქმიანობას. სწორედ ამიტომ მრავალი წლის განმავლობაში ჩართული იყო სახალხო სახლების, თეატრების, ბიბლიოთეკა-სამკითხველოების მუშაობაში. მის მიერ დაარსებულმა “ავჭალის აუდიტორიამ” უამრავი მაყურებელი და გულშემატკივარი მიიზიდა.

1904 წელს მარიამმა დააარსა ჟურნალი “ნაკადული”, რომელიც გამოდიოდა 1922 წლამდე. რამდენიმე თვეში ჟურნალს დაემატა “პედაგოგიური ფურცელი”. თავად მარიამი ჟურნალის რედაქტორი იყო 1906 წლიდან, მისი გარდაცვალების შემდეგ კი საქმე ნინო ნაკაშიძემ გააგრძელა.

სრული ბიოგრაფიის წაკითხვა

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება