1851-1938 / მწერალი, საზოგადო მოღვაწე
1868 წლიდან ეკატერინე იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას: ხსნის სამრევლო სკოლებს და ცდილობს, თვითგანვითარების გზით დროებას არ ჩამორჩეს. 1870 წელს იგი ალექსანდრე გაბაშვილს მისთხოვდა და მალევე დაწვრილშვილდა. საოჯახო ცხოვრებამ საშუალება არ მისცა სწავლა გაეგრძელებინა და მხოლოდ მცირე კორესპონდენციებით შემოიფარგლა, რომელსაც დროდადრო აგზავნიდა ჟურნალ-გაზეთებში. თუმცა, მოგვიანებით აქტიურ სამწერლო და საზოგადოებრივ საქმიანობაში მაინც ჩაერთო.
1882 წლიდან ეკატერინე “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” გამგეობის წევრია, 1897-1922 წლებში - ქალთა პროფესიული სკოლის ხელმძღვანელი, 1872-1905 - ქალთა წრის დაარსების და მისი რეგიონული ფილიალების შექმნის ინიციატორი. თავისი შემოქმედებით და ცხოვრებით ცდილობდა გამოეწვია/დაერწმუნებინა თანამედროვენი თანასწორობის იდეის საჭიროებასა და აუცილებლობაში. ამიტომაც იყო, რომ თანამედროვეთაგან უამრავ ქალს აუხილა თვალი და მისცა თვითგამორკვევისა და განვითარების ბიძგი.