ნატო ვაჩნაძე

1904-1953 / მსახიობი

1923 წელს, 19 წლის ასაკში მისი ფოტო შემთხვევით შეამჩნიეს ფოტოატელიეს ვიტრინაში და გადასაღებად მიიწვიეს ფილმში „არსენა ყაჩაღი“. ამას მალევე მოჰყვა „მამის მკვლელი“.  ჯერ კიდევ პირველ ძლიერ შთაბეჭდილებას არ გაევლო, რომ ნატომ კიდევ ორი როლის შემოთავაზება მიიღო ფილმებში „სამი სიცოცხლე“ და „ტარიელ მკლავაძის საქმე“.

მისი მომენტალური წარმატება მიმზდველი გარეგნობის გარდა, მისმა ბუნებრიობამ განაპირობა. მის შესახებ პრესა აღნიშნავდა, რომ საზღვარგარეთის ბევრი კინოვარსკლავისგან განსხვავებით, ნატოს არ ახასიათებდა ლამაზი პოზები და ხელოვნურობა, მისი ჟესტები ძუნწი და მკაცრი იყო სიხარულისა თუ მწუხარების ყველა მომენტში.

ოთხი ფილმის შემდეგ ნატო მიიწვიეს ალექსანდრე წუწუნავას ფილმში „ვინ არის დამნაშავე?“, ამ როლმა ის პირველ ქართველ კინოვარსკვლავად აქცია. ასევე იმუშავა კოტე მარჯანიშვილთან და მაშინ ჯერ კიდევ დამწყებ ნიკოლოზ შენგელაიასთან, რომე­ლიც მისი მეუღლე გახდა.

1930-იან წლებში ნატო ვაჩნაძეს კვლავ იღებდნენ სხვადასხვა რეჟისორები, მიხეილ ჭიაურელი, სიკო დოლიძე, ნიკოლოზ პიპინაშვილი, ნიკოლოზ შენგელაია.  1947 წელს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამოჩნდა ნ. პიპინაშვილის ფილმში „აკაკის აკვანი“, აკაკის ძიძის, მანოს როლში.

სრული ბიოგრაფიის წაკითხვა

 

ეს გარე შინაარსი მოითხოვს თქვენს თანხმობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

video-thumbnailOpen external content on original site