განდეგილი /დომინიკა ერისთავი/

1864-1929 / მწერალი, მთარგმნელი და ჟურნალისტი

დომინიკა განდეგილი იყო პირველი კორექტორი ქალი. ეძახდნენ ქართველ ჟორჟ სანდს. თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებთან „ივერია”, „ცნობის ფურცელი”, „კვალი”, „თემი”, „ნობათი”, „ფასკუნჯი”, „სახალხო ფურცელი”, „ალმანახი”, „ჯეჯილი”, „ნაკადული” და სხვა. 1904 წელს დომინიკა ერისთავი ჟურნალ „ნობათის” რედაქტორად დაინიშნა.

იყო ერთ-ერთი ინიციატორი, ფუძემდებელი და დამაარსებელი საქართველოში ქალთა პირველი ორგანიზაციის - „ქართველ ქალთა საზოგადოება”.

ლექსებისა და მოთხრობების პირველი კრებული გამოქვეყნდა 1910 წელს, ლექსების კრებული - 1918.

პირველი ლიტერატურული აღიარება მოუტანა მოთხრობამ „მარინე” (1897). მუშაობდა პუბლიცისტიკაში, კრიტიკაში, სისტემატურად აქვეყნებდა საინტერესო წერილებს. ავტორია მრავალი მინიატურის, ნოველისა, თუ ფელეტონის.

მუშაობდა საბავშვო მოთხრობებისა და ზღაპრების თარგმანებ­ზე. თარგმნა ჰაინეს, რილეევის, გორკის, ტურგენევის, კუპრინის, მარკიზ სონიესა და სხვათა ნაწარმოებები. განდეგილმა ასევე თარგმნა გრიბოედოვის “ვაი ჭკუისაგან”.

სრული ბიოგრაფიის წაკითხვა

ეს გარე შინაარსი მოითხოვს თქვენს თანხმობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

video-thumbnail Open external content on original site