ანა კლაინის სახელობის ჯილდო ქალებისთვის 2014

ბიოლის ფონდი წარმოგიდგენთ ანა კლაინის სახელობის ჯილდოს ქალებისთვის. მოგახსენებთ, რომ 2014 წლის კანდიდატების შერჩევა დაიწყო და განაცხადების მიღების ბოლო ვადა  30 სექტემბერია. ვფიქრობთ, კარგი იქნება კანდიდატები სამხრეთ კავკასიის რეგიონიდანაც რომ წარვადგინოთ. სწორედ ამიტომ, გვსურს მოკლედ გაგაცნოთ კრიტერიუმები და მოვისმინოთ თქვენი შემოთავაზებები.

ანა კლაინის ჯილდოსთვის ნომინირებული კანდიდატი უნდა იყოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, პოლიტიკურად აქტიური ქალი, რომელმაც ქალთა და გოგონების გაძლიერებას შეუწყო ხელი. კანდიდატები შეფასებიან იმის მიხედვით, თუ რა შრომა გაწიეს, რათა:

  • რათა გენდერული დემოკრატია იქცეს რეალობად;
  • დამარცხდეს გენდერული ან გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაცია;

ასევე, შეფასდება:

  • პოლიტიკური თავდადება ქალთა, ადამიანის და სამოქალაქო უფლებების დასაცავად;
  • გოგონებისა და ქალების წინსვლის ხელშეწყობა მეცნიერებებსა და კვლევით სფეროებში.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზებები (კანდიდატის სახელი, გვარი, ბიოგრაფია და არგუმენტაცია) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: etuna.nogaideli[at]ge.boell.org

დამატებითი ინფორმაცია ჯილდოს შესახებ იხილეთ ლინკზე.

 

ბიოლის ფონდის მომზადებული მოკლე ფილმი ანა კლაინის შესახებ:

 

Anne-Klein-Frauenpreis mit englischem Untertitel - Heinrich-Böll-Stiftung

video-thumbnailWatch on YouTube