სალომე ჯაში

სალომე ჯაში

განათლება: დოკუმენტური კინოს რეჟისორი, ჟურნალისტი

თანამდებობა: “საქდოკ ფილმი”-ის დამფუძნებელი, პროდიუსერი, რეჟისორი

კვლევის ინტერესები/სამუშაო თემები: სივრცეები, ადამიანები

ენები: ინგლისური, რუსული, იტალიური

ქალაქი: ბერლინი

ელ.ფოსტა: salome[at]sakdoc.ge

ბიოგრაფია:

სალომე ჯაში დაიბადა 1981 წელს. არის დოკუმენტური კინოს რეჟისორი და პროდიუსერი. ჟურნალისტური განათლების მიღებისა და ტელევიზიაში მუშაობის შემდეგ სწავლობდა დოკუმენტური ფილმების რეჟისურას მედიახელოვნების ფაკულტუტზე ლონდონის უნივერსიტეტში Royal Holloway. 2012-14 წლებში მუშაობდა ტრენერადდა კოორდინატორად პროექტისთვის CAUCADOC, რომლის მიზანი იყო კინოდოკუმენტალისტიკის განვითარება რეგიონში. როგორც ტრენერი სალომე ასევე თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ვორკშოპებთან. ასწავლის GIPA-ში ვიზუალური ხელოვნების ფაკულტეტზე. არის დოკუმენტური სპექტაკლის “შვიდი” ქართული დადგმის რეჟისორი.

სალომეს ბოლო ფილმს “დაისის მიზიდულობას” (2016) არის რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი. მისი ფილმები “დაისის მიზიდულობა” და “ბახმარო” წარმოადგენს გერმანულ კოპროდუქციას და შექმნილია საზოგადოებრივ მაუწყებელ Arte-თან თანამშრომლობით. “ბახმარო” ასევე წარდგენილი იყო აზია-წყნარი ოკეანის კინოაკადემიის პრემიაზე.

ფილმოგრაფია:

  • დაისის მიზიდულობა | 74’ | 2016 საქართველო/გერმანია MDR/Arte-სთან თანამშრომლობით.რეჟისორი, ოპერატორი, პროდიუსერი.
  • ცურვა | 13’ | 2011 საქართველო/ლატვია/საფრანგეთი. ნაწილი Arte-სთან თანამშრომლობით შექმნილი სერიისა 15 Young by Young. რეჟისორი, მონტაჟი.
  • ბახმარო | 58’ | 2011 საქართველო/გერმანია, MDR/Arte -სთან თანამშრომლობით. რეჟისორი, ოპერატორი.
  • ლიდერი ყოველთვის მართალია  | 43 | 2010 საქართველო. რეჟისორი, ოპერატორი, მონტაჟი.
  • დადუმებულები | 12’ | 2009 რეჟისორი, პროდიუსერი, მონტაჟი.
  • ერთ-ერთი მინისტრი | 16’ | 2008 საქართველო/ჰოლანდია. თანარეჟისორი, მონტაჟი.
  • მათი ვერტმფრენი | 22’ | 2006 საქართველო/დიდი ბრიტანეთი. რეჟისორი, მონტაჟი. (მექსიკის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმის ფესტივალის გამარჯვებული, 2008.

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება