თამარ გურჩიანი

განათლება: იურისტი, სამართლის მაგისტრი

თანამდებობა: ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის სკოლა

კვლევისინტერესები/სამუშაოთემები: ადამიანის უფლებები, დემოკრატია, არჩევნები, გამჭვირვალობა.

ენები:ინგლისური, რუსული

ქალაქი: თბილისი

ელ.ფოსტა: tgurchiani(at)gmail.com

ბიოგრაფია:

თამარ გურჩიანმა 2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2004-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ინფორმაციის თავისუფლებისა და ანტიკორუფციული პროგრამების კოორდინატორად. 2007-2009 წლებში კითხულობდა ლექციებს ადამიანის უფლებებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. 2010-2011 წლებში მიიღო სამართლის მაგისტრის ხარისხი The College of William and Mary-ში, ვირჯინიაში, აშშ.  ამავე პერიოდში სტაჟირება გაიარა ორგანიზაციებში: The National Security Archive და Sunlight Foundation, ვაშინგტონში, აშშ. თამარ გურჩიანი 2012 წლიდან არის სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“და აგრეთვე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი. ამჟამად, თამარ გურჩიანი ეწევა დამოუკიდებელ საკონსულტაციო საქმიანობას ადამიანის უფლებების და არჩევნების სფეროში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ და კითხულობს ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2013 წლიდან არის რადიო თავისუფლების ბლოგერი.

თამარს მიღებული აქვს ჯილდოები:

2014 - ადამიანის ღირსებისა და უფლება დამცველი“ („იდენტობა, 2014);

2013 – „ოქროს პერგამენტი“ (GHN ახალი ამბების სააგენტო);

2013 - „ტოლერანტობის მხარდამჭერი“ (სახალხო დამცველის ოფისის ტოლერანტობის ცენტრი).

ნაშრომები:

  1. აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება, თანაავტორი, 2003, თბილისი, საია
  2. ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკის ანალიზი, 2006, თბილისი, საია
  3. დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის დონორთა მიერ გამოყოფილი საერთაშორისო დახმარებების ხარჯვის მონიტორინგის ანგარიში, 2010, თბილისი, საია
  4. ორჰუსის კონვენციის განხორციელება საქართველოში -ალტერნატიული ანგარიში, თანაავტორი, 2011, თბილისი, მწვანე ალტერნატივა

გამოცემაზე პასუხისმგებელი:

  1. საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ, ანტიკორუფციული ანგარიშები, 2007-2010, თბილისი, საია
  2. პერსონალური მონაცემების დაცვა, 2007, თბილისი, საია
  3. ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში, 2007, თბილისი, საია
  4. ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის პრაქტიკა საქართველოში, 2008, თბილისი, საია