რამდენი ფემინიზმი არსებობს?

Teaser Image Caption
ლილი მამულაშვილი და მარინა ვაშაყმაძე

ანოტაცია

დღეს ხშირად საუბრობენ რომ არსებობს არა ფემინიზმი არამედ ფემინიზმები. რა პრინციპული მსგავსებები და განსხვავებებია ფემინისტურ მიმდინარეობებს შორის? რამდენად უქმნის საფრთხეს მიმდინარეობებს შორის განსხვავებები ერთიან ბრძოლას თანასწორობისთვის? გადაცემაში ასევე ვისაუბრეთ ფემინიზმის სხვა ემანსიპატორულ მოძრაობენთან კავშირის არსებობის/არარსებობის შესახებაც.  

სტუმარი: თამარ ცხადაძე, ფილოსოფოსი.

მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გადაცემას უძღვებოდა დაკო ბახტურიძე - ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი. რუბრიკა „ფემინისტური მუსიკა“ მიჰყავდა ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრ ლილი მამულაშვილს.

ფემინისტური მუსიკა:  Tegan and Sara

Tegan and Sara კანადური ინდი დუეტია, რომლის წევრები არიან ტყუპი დები - ტიგანი და სარა.  გოგონებმა მუსიკის ჩაწერა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის ბოლო წლებში დაიწყეს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ორივე და ღიად ლესბოსელი არის. ბოლო პერიოდში ისინი საკმაოდ ძლიერ მუსიკალურ ძალას წარმოადგენენ მრავალრიცხოვან ფანებთან ერთად, რომლებთანაც მუდმივი კომუნიკაცია აქვთ როგორც სოციალური მედიის საშუალებით, აგრეთვე პირადად. ისინი სიმღერებით  წინ წამოწევენ საკითხებს გენდერული იდენტობის გარშემო და მღერიან პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე თემებზე.