ანა აბაშიძე

ანა აბაშიძე

განათლება: სამართალმცოდნე

თანამდებობა:  ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი.

სამუშაო თემები:  ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები.

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.

ქალაქი: თბილისი

ელ.ფოსტა: abashidze.a(at)gmail.com

ბიოგრაფია:

2007 წლიდან 2013 წლამდე მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტში ბავშვთა უფლებების, შშმ პირთა უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში იურისტად. ევროსაბჭოს და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში არის სერთიფიცირებული ტრენერთა ტრენერი, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში მოღვაწე პრაქტიკოსი იურისტებისა და ადვოკატებისთვის ატარებს ტრენინგებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სოციალური ქარტიის  სტანდარტების ეფექტური გამოყენების მიზნით. ამჟამად ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.

ნაშრომები:

2014 - თანაავტორი, კვლევა „სამოქმედო გეგმების ანალიზი ქალთა დასაქმების ხელშეწყობის კუთხით“.

2014 - თანაავტორი, კვლევა „უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში“. 

2012 - ავტორი. პუბლიკაცია „ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის უფლება“. პუბლიკაცია მომზადებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და ოქსფამის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში“ „Welfare foundation“-ის მხარდაჭერით. 

2010 - თანაავტორი, პუბლიკაცია „დამხმარე სახელმძღვანელო პოლიციელთათვის ოჯახში ძალადობის საკითხებზე“ (ავტორთა ჯგუფი: კობა ბოჭორიშვილი, ანა აბაშიძე, მარინა მესხი, ქეთევან ხუციშვილი, ანა აბაშიძე, მაკა ფერაძე, ნოდარ სააკაშვილი, ნატალია ზაზაშვილი, ნატო შავლაყაძე).  ISBN 978-9941-0-2931-8.

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება