ეკა ქევანიშვილი

განათლება:  ჟურნალისტი.

თანამდებობა: რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ჟურნალისტი.

სამუშაო თემები:  ქალთა უფლებები, ფემინიზმი, უმცირესობები, ლგბტ თემი, სოციალურად დაუცველები, საშინაო პოლიტიკა, ჯანდაცვა, განათლება, დევნილები, ლიტერატურა.

ენები: ქართული, რუსული, ინგლისური.

ელ-ფოსტა: ekakevanishvilieka(at)gmail.com

ბიოგრაფია: 

აქტიურ ჟურნალისტიკაში მოღვაწეობს 2000 წლიდან. სხვადასხვა დროს იყო გაზეთ „რეზონანსის“, „ახალი ვერსიის“, რადიო „მწვანე ტალღის“ რეპორტიორი. 2008 წლიდან არის რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ჟურნალისტი და ვიდეო რეპორტიორი. მუშაობდა საგამოძიებო ჟურნალისტიკაში, იყო გადაცემების ავტორი და წამყვანი რადიო „მწვანე ტალღაზე“. არის მრავალი სტატიის და მოკვლევის ავტორი.

გარდა ჟურნალისტური საქმიანობისა, ეკა ქევანიშვილი არის პოეტი და ესეების ავტორი.

პუბლიკაციები:

2006 - ლექსების კრებული „ჭორია“ (ერთობლივი ნამუშევარი ნინო თარხნიშვილთან ერთად). ნომინირებული იყოს „საბას“ პრემიაზე.

2010 - ლექსები კრებული „აქ ნუ დადგებით“. ნომინირებული იყოს „საბას“ პრემიაზე.

2013 - ლექსების კრებული „სახლის გაყიდვა“. კრებული "საბას" პრემიის ლაურეატია პოეზიაში, ნომინაცია - "წლის საუკეთესო წიგნი".

2014  - ესეების კრებული „ლიტერატურული პროფაილი“.