
განათლება: საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი, ნაციონალიზმისა და ეთნიკური კვლევების მაგისტრი, კულტურის კვლევების დოქტორანტურის სტუდენტი
თანამდებობა: არასამთავრობო ორგანიზაცია “თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის” აღმასრულებელი დირექტორი
კვლევის ინტერესები/სამუშაო თემები: ნაციონალიზმი; იდენტობის საკითხები; რელიგია, როგორც იდენტობის მარკერი.
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული, ფრანგული, აფხაზური (დამწყები).
ქალაქი: თბილისი
ელ.ფოსტა: khvadagiani.s(at)gmail.com
ბიოგრაფია:
ორგანიზაციას “თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისთვის”, რომელსაც სალომე ხელმძღვანელობს, კონფლიქტების შესწავლის ახალგაზრდულ ჯგუფად მუშაობის სამ წლიანი გამოცდილება აქვს. ორგანიზაცია ორ პროექტს ახორციელებს: “უცნობი” საბჭოთა წარსული და “უცნობი” საბჭოთა ისტორიები.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით, 2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში, სალომე სტაჟირებას გადის ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცივილიზაციათა და კულტურების კვლევის ცენტრში პროექტის “საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობის პერსპექტივები აკადემიური წრეებისა და სტუდენტების ჩართულობით” ფარგლებში.
ნაშრომები:
2015 - “მკვდარი დახმარება - კულტურის გავლენა პოლიტიკის შედეგებზე” (2015); “რელიგია როგორც ქართული იდენტობის მარკერი 1860-1918 წლები”;
2015 - “სამოქალაქო ნაციონალიზმის ჩამოყალიბება - მმართველი ელიტის ნაციონალისტური პოლიტიკა და მასზე გავლენის მომხდენი ფაქტორები: 1990-2000-იანი წლების საქართველო” (2015).