ალა პარუნოვა

განათლება: მაგისტრის აკადემიური ხარისხი - გენდერის კვლევა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კვლევის ინტერესები: გენდერი; ინტერსექციული ფემინიზმი; ქუიარ თეორია; გენდერი საბჭოთა კავშირში.

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული, სომხური.

ქალაქი: თბილისი

ელ.ფოსტა: allaparunova(at)gmail.com

ბიოგრაფია:  

ალა პარუნოვა ფემინისტი აქტივისტია. 2015 წლის იანვრიდან ის „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების“ წევრი გახდა, რის შემდეგადაც აქტიურად ჩაერთო მწვანე პოლიტიკის, ფემინისტურ და ქვიარ აქტივიზმში. მისი მთავარი საკვლევი ინტერესებია გენდერის, სექსუალობისა და კლასის ურთიერთკვეთა და ის ძალაუფლებრივი ურთიერთობები, რომელიც ამ და სხვა კატეგორიებთანაა დაკავშირებული. ის ასევე, დაინტერესებულია საბჭოთა წარსულითა და მისი ზეგავლენით პოსტ-საბჭოთა ქვეყნების განვითარებაზე. მისი სამაგისტრო ნაშრომი - “მორჩილი სხეულები“, ანუ საბჭოთა დისკურსი სექსუალობაზე სექსუალობის იმ დომინანატურ დისკურსებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც ბრეჟნევის ეპოქის საბჭოთა კავშირისთვის იყო დამახასიათებელი.

ნაშრომები:

2015 - პარუნოვა, ალა. “მორჩილი სხეულები“, ანუ საბჭოთა დისკურსი სექსუალობაზე.