ჯანა /დარეჯან/ ჯავახიშვილი

ჯანა /დარეჯან/ ჯავახიშვილი

განათლება:  ფსიქოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი (1979-1984); კონფლიქტის ფსიქოანალიზის კურსი დოქტორ ვამიკ ვოლკანთან (1995-2002, აშშ); ტრავმაზე ფოკუსირებული კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია პროფ. ჯონათან ბისონთან (2007-2012, კარდიფის უნივერსიტეტი); ტრავმაზე ფოკუსირებული ხანმოკლე ეკლექტური ფსიქოთერაპია პროფ. ბერთოლდ გარსონსთან (2007-2012, ჰოლანდია); ტრავმა და ჟურნალისტიკა, ვორქშოფების სერია დოქტორ ფრენკ ოკბერგთან (ჟურნალისტიკისა და ტრავმის დარტ ცენტრი, 2005-2014); ნარკოეპიდემიოლოგია, ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრის ვორქშოფების სერია, (2002-2013); პრევენცის მეცნიერება, ევროკავშირის სამხრეთ კავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამის ვორქშოფების სერია (2002-2009); სუპერვიზიის კურსი, ინსტიტუტი „კატანია“და პროფ. ნორა ბალკე (2013-2015, გერმანია).

თანამდებობა: დირექტორი, ადიქტოლოგიის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამების უფროსი მენეჯერი, ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“.

კვლევის ინტერესები: წამალზე და სხვადასხვა ნივთიერებასა და ქცევაზე დამოკიდებულება, ფსიქოტრავმა: ინდივიდუალური, ოჯახური, სათემო და საზგადოებრივი ტრავმა, ტოტალიტარული წარსულისა და საბჭოთა რეპრესიების გავლენა თანამედროვე ქართული საზოგადოების ცხოვრებაზე.

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული; ჩეხური (დამწყები დონე).

ქალაქი: თბილისი

ელ.ფოსტა: darejan.javakhishvili(at)iliauni.edu.ge

ბიოგრაფია:

ჯანა (დარეჯან) ჯავახიშვილი არის კლინიკური ფსიქოლოგი, მუშაობს ფსიქოტრავმატოლოგიის, ადიქტოლოგიისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის საკითხებზე, ფონდში გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი; ხელმძღვანელობს ადიქტოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში; არის ამავე უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადიქტოლოგიის სამაგისტრო პროგრამების თანაავტორი, თანადამფუძნებელი და მოწვეული ლექტორი; 2013 წლის ივნისიდან არჩეულ იქნა ქართული ფსიქოტრავმის საზოგადოების პრეზიდენტად,  ხოლო ივლისიდან - ევროპის ტრავმული სტრესის კვლევის საზოგადოების დირექტორთა საბჭოს წევრად და სწავლულ მდივნად (https://www.estss.org/about/board/); არის ჟურნალისტიკისა და ტრავმის დარტ ცენტრის საკონტაქტო პირი სამხრეთ კავკასიაში (http://dartcenter.org/staff). ჯანა არის საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რუსეთში, ინგლისსა და ნორვეგიაში გამოცემული მთელი რიგი ქართულ, რუსულ და ინგლისურენოვანი წიგნებისა და სამეცნიერო სტატიების ავტორი, თანაავტორი და თანარედაქტორი.

ნაშრომები:

-ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენცია. პირველი გამოცემა: 2009 წელი, თბილისი, რეზონი; მეორე გამოცემა: 2011 წელი, თბილისი, ნეკერი.

-ნარკოვითარება საქართველოში, 2013 წელი (2015). რედაქტორი და თანაავტორი. თბილისი, ნეკერი.

-ნარკოვითარება საქართვლოში, 2012 წელი (2013). რედაქტორი და თანაავტორი. თბილისი, ნეკერი.

-ნარკოვითარება საქართველოში, 2010 წელი (2011). რედაქტორი და თანაავტორი. თბილისი, ნეკერი.

-ნარკოვითარება საქართველოში, 2009 წელი (2010). რედაქტორი და თნაავტორი. თბილისი, ნეკერი.

-ნარკოვითარება საქართველოში, 2005 წელი (2006). რედაქტორი და თანაავტორი. თბილისი, რეზონი.

-ნარკოვითარება საქართველოში, 2003 წელი (2004). თბილისი, რეზონი.

ინგლისურენოვანი პუბლიკაციები წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე.

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება