თამარ ჩუგოშვილი

თამარ ჩუგოშვილი

განათლება: ჰარვარდის უნივერსიტეტი, კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლა, მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო ადმინისტრირებაში (2014-2015); თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი; სამართლის მაგისტრის ხარისხი (2001- 2006).

თანამდებობა: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016 - მიმდინარე);

სამუშაო თემები: პოლიტიკის შემუშავება დემოკრატიული რეფორმებისა და ადამიანის უფლებების სფეროში; საპარლამენტო გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმები; გენდერული თანასწორობა; ღია მმართველობა; საპარლამენტო დიპლომატია;

ენები: ქართული,  ინგლისური, რუსული.

ქალაქი:  თბილისი

ელ.ფოსტა: tamarchugoshvili(at)gmail.com

ბიოგრაფია:

2015-16 წლებში თამარ ჩუგოშვილი იყო კანონმდებლობისა და პოლიტიკის რეფორმის პროგრამების ხელმძღვანელი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში - PROLoG). 2013-14 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე იყო ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში. ამავე პერიოდში იყო მთავრობის ადამიანის უფლებების დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელი და მუშაობდა საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და ადამიანის უფლებების მთავრობის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. 2010 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ნოემბრამდე იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე; ამავე პერიოდში იყო „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ 32 არასამთვრობო ორგანიზაციისაგან შექმნილი კოალიციის თავმჯდომარე და 100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან შექმნილი სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის მმართველი კომიტეტის წევრი.

2017 წლიდან არის ქალ პოლიტიკურ ლიდერთა ქსელის (WPL) ელჩი საქართველოში. 2014 წელს ის იყო ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო კონკურსის (HUMAN RIGHTS TULIP AWARD) შესარჩევი ჟიურის წევრი (ჰოლანდია). მიღებული აქვს ჰარვარდის კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანის ჯილდო სტუდენტურ სწავლებაში მიღწეული წარმატებისთვის.  მიღებული აქვს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ჯილდო „გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის“; მიღებული აქვს ამერიკის განვითარების სააგენტოს (USAID) აღიარების სერტიფიკატი წვლილისთვის გენდერული თანასწორობისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივებისათვის საქართველოში.

გავლილი აქვს: ჰარვარდის“ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის“ პროგრამის  ინტენსიური გადამზადების პროგრამა (2014-2015 წწ.);  აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის საკანონმდებლო სტაჟირების პროგრამა (ვაშინგტონში, აშშ კონგრესის სამართლის ბიბლიოთეკა, 2010 წ.); კემბრიჯის ადამიანური რესურსების მართვის დისტანციური სწავლების პროგრამა - 2005-2006 წწ.).

ნაშრომები:

  • მართლმსაჯულება საქართველოში (2010);
  • უმაღლესი აუდიტის სამსახურის კონცეფცია (2008);
  • საქართველოს ეროვნული და საერთაშორისო ანტიკორუფციული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი (2008);
  • პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების მონიტორინგი;
  • ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში (2007).

 

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება