ხათუნა ხაბულიანი

ხათუნა ხაბულიანი

განათლება: ხელოვნებათმცოდნე

თანამდებობა:  ორგანიზაცია არტ&სოსაითის დირექტორი

ინტერესები: არტ კრიტიკა, თანამედროვე ვიზუალური  ხელოვნების კვლევა.

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.

ქალაქი: თბილისი

ელ.ფოსტა: khatunakhabuliani(at)hotmail.com

ბიოგრაფია:

ხათუნა ხაბულიანი არტ-კრიტიკოსი და კურატორია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1990 წელს, კითხულობს სალექციო კურსებს თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით სამხატვრო აკადემიასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტის ავტორი და თანამონაწილე. 2009 წელს იყო ქართული პავილიონის კურატორი ვენეციის ბიენალეზე.  არის საერთაშორისო ორგანიზაციების - ICOM-ის, CIMAM-ისა და AICA-ს წევრი. აკადემიური გამოცემის - ARTMARGINS-ის ბორდის წევრი. საერთაშორისო საგრანტო პროგრამების საფუძველზე  კვლევით მივლინებაში იმყოფებოდა ფრიბურგის უნივერსიტეტში (შვეიცარია) და CIMAM-ის 2014 წლის კონფერენციაზე დოჰაში (ყატარი). 2008-2014 წლებში გაიარა ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტურა. მისი სადოქტორო კვლევის თემა ეხება პოსტ-ტოტალიტარული ქვეყნების ხელოვნებასა და ქართული სახელოვნებო სივრცის ტრანსფორმაციას. თანამშრომლობს ადგილობრივ და უცხოურ გამოცემებთან, სხვადასხვა დროს მუშაობდა რედაქტორისა და პროექტ-მენეჯერის პოზიციებზე.

 

ნაშრომები:

2016 – “Some Considerations on Aspects of Tbilisi’s Identity Through Architectural Narratives.” Identity Studies. Ilia State University.

2014  - „კონტექსტების გადაკვეთაზე - გია ეძგვერაძის რამდენიმე პროექტის შესახებ.“ კრიტიკა #4. თბილისი. შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2014  წ. გვ.194-214.                                                                                                                         

2014 -  „აღქმის საზღვრები ქართულ ვიდეო არტში. ქართული ვიდეო არტი. აქტივი კულტურისათვის. თბილისი.

2013 – „შესაძლო დეტერიტორიზაცია საოცრებებისთვის.“ Nordic art – between miracles. Goteborg.Sweden.2013

2011 – „თანამედროვე ხელოვნებისა და ნამუშევრის ხარისხის შესახებ“.  აკადემია#2. თსსა.2011.

2010 -დან - ექსპერის სვეტი/ “თბილისი აუთ.”

2005 - თანამედროვე ქართული ხელოვნება – მიმოხილვა/პროექტი UTOPIA/IFA.

თარგმანი:

2014  - არტურ დანტოს ქართული თარგმანი. „ხელოვნების დასასრულის შემდეგ.“  8-11 თავები. თსსა.  თანამედროვე ხელოვნებისა და ნამუშევრის ხარისხის შესახებ./ II ნაწილი. აკადემია#2. თსსა. თბილისი.

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება