თამარ თოლორდავა

განათლება: საბჭოთა კვლევების მაგისტრი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი).

თანამდებობა:  სოციალური მოძრაობის შემსწავლელი ცენტრის კვლევების კოორდინატორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კვლევის ინტერესები: საბჭოთა და პოსტ საბჭოთა ისტორია და პოლიტიკა; საქართველოს პოლიტიკური ელიტა; სოციალური მოძრაობები; ლგბტქ მოძრაობები და აქტივიზმი საქართველოში; ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგი  

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.

ქალაქი: თბილისი

ელ.ფოსტა: tamar.tolordava.1(at)iliauni.edu.ge

ბიოგრაფია:
თამარ თოლორდავამ 2015 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, საბჭოთა კვლევების მიმართულებით. 2013 წელს მოიპოვა ერაზმუს მუნდუს ალრაკის 2-ის სტიპენდია და სწავლობდა ტალინის უნივერსიტეტში. ამჟამად მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მოძრაობის შემსწავლელი ცენტრის კვლევების კოორდინატორად და მოწვეულ პედაგოგად. 2017 წელს მისი რედაქტორობით გამოიცა კრებული “რევოლუციიდან სოციალურ მოძრაობებამდე? პროტესტის დინამიკა 21-ე საუკუნის საქართველოში”. 2015 წლიდან აქტიურადაა ჩართული ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ დიალოგში.

 

ნაშრომები:

1. 2017 - რევოლუციიდან სოციალურ მოძრაობებამდე? პროტესტის დინამიკა 21-ე საუკუნის საქართველოში. თბილისი. რედაქტორი

2. 2017 - თოლორდავა, თამარ. ბრძოლა 17 მაისისთვის - როგორ ,,მოიპარეს’’ კონტრდემონსტრანტებმა IDAHOT დღე, კრებულში: რევოლუციიდან სოციალურ მოძრაობებამდე? პროტესტის დინამიკა 21-ე საუკუნის საქართველოში, თბილისი.

3. 2016 - მათიაშვილი, მარიამი და თოლორდავა, თამარი (2016). ბათუმი და ქუთაისი - საქართველოს მოდერნიზაციის აგენტები, აკადემიურ კრებულში: ისტორიის რეკონსტრუქციები, თბილისი.