ლიკა ჯალაღანია

განათლება:  სამართლის ბაკალავრი და საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ).

თანამდებობა:  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) პროექტების კოორდინატორი/მკვლევარი.

კვლევის ინტერესები: სამართლის რადიკალური კრიტიკა,  გენდერი და სამართალი, ქვიარ/ფემინისტური სამართლის თეორიები, საერთაშორისო სამართალი და ლგბტ უფლებები, სექსუალობის პოლიტიკა და ქვიარ წინააღმდეგობა, რადიკალური რეპროდუქციული უფლებები, კარცერული სახელმწიფოს კრიტიკა.

ენები: ქართული, ინგლისური,  რუსული, ფრანგული.

ქალაქი: თბილისი

ელ.ფოსტა: likajalagania(at)gmail.com

ბიოგრაფია:

ლიკა ჯალაღანია ლგბტქი ადამიანთა უფლებებზე ფოკუსირებული პროექტების კოორდინატორია EMC–ში. ის ახორციელებს ლგბტქი ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობის დოკუმენტირებას, მონიტორინგსა და ანალიზს; სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისა და ჩაგვრის აღმოფხვრის კუთხით ინსტიტუციური გარემოს ცვლილებების ხელშეწყობასა და ადვოკატირებას; ის ცდილობს ხელი შეუწყოს ქვიარ აქტივიზმის გაძლიერებას მისი თეორიული გადააზრების ხელშეწყობის გზით. ლიკა დამოუკიდებლად ასევე მუშაობს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე, გენდერული თანასწორობისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების საკითხებზე.

ლიკა მეტწილად დაინტერესებულია თანამედროვე ქვიარ პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების კონცეფციის გადააზრების, მისი თეორეტიზების ინტერდიციპლინური მეთოდებით, კარცერული სახელმწიფოსა და სამართლებრივი დოქტრინის ფემინისტური კრიტიკით.

 

ნაშრომები:

სამართლებრივი კვლევები:

(ავტორი) – „ოპერაციული სახელძღვანელო დოკუმენტი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებისა და პრევენციის შესახებ“, 2017, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

(ავტორი) –  „ლგბტი ადამიანების მდგომარეობა საქართველოში“, 2016, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ჰაინრიჰ ბიოლის ფონდთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტის ფარგლებში „ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში“

(თანაავტორი) – „სექსუალური შევიწროება–ქალთა უჩინარი დისკრიმინაცია“, 2015, გამოცემული სოციალური ცვლილებების მხარდამჭერების მიერ.

(თანაავტორი) – „გენდერული დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში“, 2014, კონსტიტუციის 42–ე მუხლი

აკადემიური ნაშრომები:

(ავტორი)  – „დანაშაული და სასჯელი ქვიარ წინააღმდეგობაში“, 2018, გვ. 10–39, სტატიათა კრებული – ქვიარ პოლიტიკა: ევროპეიზაცია, ლოკალური კონტექსტი და აქტივიზმის გამოწვევები“ გამოცემული ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ.

(ავტორი) – “Descent Work and Social Exclusion of Transgender individuals”, 2017, Gender Identities: Beyond the Binary, International Meeting on Law and Society, Mexico City: Walls, Borders, and Bridges: Law and Society in an Inter-Connected World.