ფემინსტრიმი ახალ ავტორებს ეძებს

ფემინსტრიმი ახალ ავტორებს ეძებს

ქალთა ფონდი საქართველოში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისთან თანამშრომლობით, აგრძელებს პროექტს „ფემინსტრიმი“, რომლის მიზანია ქართულ მედიასივრცეში ახალი სადისკუსიო ნიშის გაძლიერება ფემინისტური აუდიოპოდკასტების შექმნის გზით.

პროექტი ემსახურება ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, გენდერული თანასწორობის შესახებ ცოდნისა და მგრძნობელობის გაზრდას, ქალთა ინსპირაციასა და სოლიდარობას.

ვიწყებთ ახალ სეზონს და ვეძებთ საინტერესო ავტორებს, რომლებიც მოამზადებენ პოდკასტებს და ისაუბრებენ ფემინიზმთან/ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე.

პრიორიტეტი მიენიჭება ქვემოთ ჩამოთვლილ თემებს, თუმცა განიხილება სხვა იდეებიც: 

- ფემინისტური ხელოვნება;
- სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები;
- ფემინისტური აქტივიზმი საქართველოში;
- გარემოსდაცვითი სამართლიანობა და ქალთა უფლებები;

კონკურსის შედეგად შეირჩევა 4 ავტორი. თითოეული მოამზადებს 4 პოდკასტს. ავტორებმა უნდა წარმოადგინონ ოთხივე პოდკასტის კონცეფცია - რა თემაზე იქნება საუბარი პოდკასტში, ვინ იქნებიან რესპონდენტები.
 

პროექტისთვის შერჩეული ოთხივე ავტორი პოდკასტების ჩაწერასთან დაკავშირებით გაივლის ტექნიკურ ტრენინგს. 

✔️ პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე;
✔️ ანაზღაურება: თითო პოდკასტისთვის 200 ლარი (დარიცხული);
✔️ დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV, მოკლე სამოტივაციო წერილი, თქვენ მიერ შემოთავაზებული თემა და 4 პოდკასტის კონცეფცია შემდეგ მისამართზე: Feminstream@gmail.com 
✔️ სათაურის ველში მიუთითეთ: პოდკასტების ავტორი;
✔️ განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15 აპრილი, 2019

 

ქალთა ფონდმა საქართველოში და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისმა პროექტი ფემინსტრიმი 2015 წლიდან დაიწყო.

ფემინისტრიმის პირველი სეზონი რადიო თავისუფლებასთან და ფემინისტების დამოუკიდებელ ჯგუფთან თანამშრომლობით განხორციელდა.

ფემინსტრიმი ფემინისტური აუდიო პოდკასტების ფორმატით 2017 წელს გაგრძელდა. ფემინსტრიმის მიზანი იყო ხელოვნების, მუსიკის, ლიტერატურისა და კინოს ფემინისტური პერსპექტივიდან განხილვა.

2018 წელს ფემინსტრიმი თანამშრომლობდა ჟურნალ ლიბერალთან, რომელიც პოდკასტების სერიას საკუთარ ვებ პლატფორმაზე ათავსებდა.

ფემინისტრიმის ახალი სეზონის პარტრნიორი ამჯერადაც ჟურნალი ლიბერალია, რომლის პლატფორმაზეც განთავსდება ფემინისტური პოდკასტები. 

გარდა ამისა, ფემინისტრიმის პოდკასტების მოსმენა შესაძლებელი იქნება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ფემინისტურ ვებგვერდსა და ასევე  ქალთა ფონდის ოფიციალურ გვერდზე. 

 

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება