ელენე ქაიხოსროშვილი

Elene Kaikhosroshvili

განათლება: მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების სამართალში

თანამდებობა: სახალხო დამცველის კონსულტანტი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების საკითხებში

კვლევის ინტერესები: ქალთა უფლებები, ლგბტ+ პირთა უფლებები, გენდერული თანასწორობა, დისკრიმინაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები, მოწყვლადი ჯგუფების რეპრეზენტაცია პოპ კულტურაში

ენები: გერმანული, ინგლისური

ქალაქი: თბილისი

ელ.ფოსტა: elenekaikhosroshvili[at]gmail.com

ბიოგრაფია:  ელენე ქაიხოსროშვილი არის იურისტი. მაგისტრის ხარისხი მიიღო ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების სამართლის მიმართულებით. მისი სამაგისტრო ნაშრომი შეეხებოდა ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსურ განათლებას, როგორც ქალებისა და გოგოების უფლებას.

საქართველოში მას დამთავრებული აქვს კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის სამართლის სკოლა, სამართალმცოდნეობის მიმართულებით. 2018 წლის თებერვლიდან ელენე ქაიხოსროშვილი მუშაობს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების (SRHR) საკითხებში კონსულტანტის პოზიციაზე. პარალელურად, მუშაობს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფში (WISG) პროექტების მენეჯერის პოზიციაზე, არის ქალთა ფონდთან SRHR საკითხებზე მომუშავე არაფორმალური სამუშაო ჯგუფის წევრი და აქტიურად არის ჩართული ფემინისტურ აქტივისტურ საქმიანობაში.

ნაშრომები:

სამაგიდო კვლევა „ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულების მექანიზმები“ 2015 წელი, გამომცემლობა „17 მაისი“

ელენე ქაიხოსროშვილის ბლოგი