ამ ბლოგით გთავაზობთ წამოვიწყოთ ფემინისტური დისკუსია დედობის, როგორც გამოცდილებისა და როგორც ინსტიტუციის წინააღმდეგობრივ ასპექტებზე. ბლოგის მიზანია ‘დედობის’ ცნების კრიტიკული გადააზრება დედების გამოცდილებასა და ფემინისტების ხედვაზე დაფუძნებით.
პროექტის ავტორი: გენდერის მკვლევარი და ფემინისტი, თამთა თათარაშვილი.
პროექტის ფარგლებში დადგეგმილია შემდეგი აქტივობები:
○ დედობის ცნების ანალიზი ფემინისტური თეორიების მიხედვით, ლიტერატურის მიმოხილვა;
○ ქართველ დედებთან 15 ზეპირი ისტორიის ჩაწერა და გაანალიზება;
○ საქართველოს რეგიონებში საჯარო დებატების ორგანიზება.