ფემინისტური ტური თბილისში გამოქვეყნებული: 25 მაისი 2016 საჯარო სივრცეები - ქუჩები, სკვერები თუ სხვადასხვა შენობები - ინახავს და გადმოსცემს იმ მეხსიერებას, რომელიც ქალაქის ისტორიას ქმნის. თბილისში, როგორც მსოფლიო ქალაქების უმეტესობაში, ძალიან ცოტაა ისეთი ადგილი, რომელიც ქალების სახელს ატარებს.