1902-1966 / კინორეჟისორი
25 წლის ასაკში ნუცა ღოღობერიძე გახდა პირველი რეჟისორი ქალი საქართველოში. სულ სამი ფილმის გადაღება მოასწრო. პირველი დოკუმენტური ფილმი მან გადაიღო მიხეილ კალატოზიშვილთან ერთად, სახელწოდებით „მათი სამეფო”. ნუცას მეორე ფილმი იყო „ბუბა”. ფილმის მხატვარი იყო დ. კაკაბაძე. ეს იყო იმ დროისათვის გავრცელებული დოკუმენტურ-პროპაგანდისტული ფილმი ნათამაშები სცენებით, ე.წ. „კულტურფილმი”. მისი მესამე ფილმი, „უჟმური” დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, 1934 წლის ბოლოს გამოვიდა ეკრანებზე - პირველი ქართული და ამავე დროს პირველი საბჭოთა მხატვრული ფილმი გადაღებული რეჟისორი ქალის მიერ.
30-იანი წლების შუა ხანებიდან იწყება ნუცას შევიწროვება ქმრის, პარტმუშაკ ლევან ღოღობერიძის გამო, რომელიც 1937 წელს დახვრიტეს. ნუცა კინოდან გააძევეს, იმავე წელს 10 წლით გადაასახლეს. გადასახლებიდან დაბრუნებულს არ უცდია კინოში დაბრუნება, ენათმეცნიერების ინსტიტუტში ლექსიკოლოგიის განყოფილებაში მუშაობდა.
იგი არაა მოხსენიებული არც ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში და არც რომელიმე სხვა ცნობარში, გარდა ქართული კინოს ფილმოგრაფიებისა.