ქეთევან მაღალაშვილი

1894-1973 / მხატვარი

ბავშვობიდან ეუფლებოდა ხატვას, ჯერ თბილისში, შემდეგ მოსკოვში. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა თბილისში და მუშაობა დაიწყო ახლად დაარსებულ ეროვნულ გალერეაში, რომლის ხელმძღვანელმა, დიმიტრი შევარდნაძემ დიდი როლი ითამაშა ქეთევანის მხატვრად ჩამოყალიბებაში.

1923 წელს ის შეუერთდა ქართველი მხატვრების ჯგუფს, რომლებიც პარიზში ცხოვრობდნენ და სრულყოფდა თავის ხელოვნებას კოლაროსის აკადემიაში. 1926-1937 წლებში თბილისში მუშაობ­და რესტავრატორად.

მისი შემოქმედების უმთავრეს ნაწილს შეადგენს მრავალი გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა თუ ხელოვანის პორტრეტები. მათ სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ ქართულ ფერწერაში. ქეთევან მაღალაშვილი ითვლება პირველ ქართველ პორტრეტისტ ქალად. 

სრული ბიოგრაფიის წაკითხვა

 

ეს გარე შინაარსი მოითხოვს თქვენს თანხმობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

video-thumbnail Open external content on original site