მარიჯანი

1890-1978 / პოეტი, მწერალი

მარიჯანი (მარიამ ტყემალაძე) ქართულ ლიტერატურულ ასპარეზზე 1916 წელს გამოჩნდა, 1921 წელს გამოიცა მისი პირველი პოეტური კრებული. თუმცა, ლექსების სითამამის, ეროტიულობის გამო საბჭოთა ლიტერატურათმცოდნეობა პოეტის ადრეულ შემოქმედებას მთლიანად უგულვებელყოფს  და მას მხოლოდ საბავშვო მწერლად მოიხსენიებს. მისი შემოქმედების ეს უმნიშვნელოვანესი ადრეული ეტაპი ცუდადაა შესწავლილი.

საბავშვო პოეზიასა და პროზაში მარიჯანის მოღვაწეობა 1926 წლიდან იწყება და ათეულობით წელს ნაყოფიერად გრძელდება. საბავშვო ლიტერატურა ერთგვარი თავდაცვის იარაღი აღმოჩნდა მარიჯანისთვის, ტოტალიტარულ სისტემასთან ადაპტაციისთვის.

მხოლოდ 1960-იან წლებში ქვეყნდება მისი რამდენიმე არასაბავ­შვო პოეტური კრებული, სადაც მარიჯანი უკვე ახერხებდა შეფარვით, მაგრამ მაინც გაეანალიზებინა მტკივნეული წარსული. გარდა ლექსებისა და საბავშვო ლიტერატურისა, მარიჯანი მუშაობდა თარგმანებზეც. ძირითადად თარგმნიდა რუსულ ლიტერატურას.

სრული ბიოგრაფიის წაკითხვა