ტატა /ტატიანა/ თვალჭრელიძე

ტატა /ტატიანა/ თვალჭრელიძე

1940-1992 / კინომცოდნე

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი (1963) და რსფსრ მეცნიერებათა აკადემიის  ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტურა (მოსკოვი). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „მსახიობი ქართულ კინოში”.

1972 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც თამაზ ქვარიანთან ერთად, უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში ჩამოა­ყალიბა კინოფაკლუტეტი. მან თავისი უკომპრომისობის წყალობით მოახერხა და ეს ფაკულტეტი იმ დროს კულტურაში გამეფებული კონიუნქტურის ფონზე აქცია თავისუფლების ოაზისად.

1987 წელს ტატა თვალჭრელიძემ უნივერსიტეტში დააარსა ასევე კინოს ენისა და სტრუქტურის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. მისი კრიტიკული წერილები ყოველთვის დამოუკიდებელი იყო იმ დროს გაბატონებული იდეოლოგიზირებული კონიუნქტურისგან და ყოველთვის იწვევდა საინტერესო პოლემიკას კინოხელოვანთა შორის.

სრული ბიოგრაფიის წაკითხვა

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება