1880-1934 / მწერალი, საზოგადო მოღვაწე
დესპინე გელოვანის (ლიტერატურული ფსევდონიმი - ბანოვანი) მოთხრობები, ესკიზები, ეთნოგრაფიული წერილები, ლეჩხუმიდან გამოგზავნილი კორესპონდენციები იბეჭდებოდა 1898 წლიდან სხვადასხვა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „ივერია”, „ცნობის ფურცელი”, „შრომა”, „მეგობარი”, „ისარი”, „თემი”, „ამირანი”, „სახალხო გაზეთი”. ბანოვანის წერილების უმრავლესობა მიმართული იყო ადგილობრივი მემამულეებისა და მეფის მოხელეთა თვითნებობის წინააღმდეგ.
ბანოვანი 1905-1907 წლების რევოლუციის მონაწილე და იმდროინდელი ლეჩხუმის თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე იყო. აქ მან დააარსა რამდენიმე ბიბლიოთეკა, ხელმძღვანელობდა სცენისმოყვარეთა წრეებს. 1920 წლიდან ის თბილისში ცხოვრობდა. 1928 წელს ჟურნალ „მნათობში” (# 5-9) გამოაქვეყნა რომანი „სამართალს სისხლით მოვძებნი”. ვრცელ ისტორიულ რომანში „შორეული ლანდები” (დაიბეჭდა 1959 და 1960 წლებში) ბანოვანი ასახავს XVII საუკუნის საქართველოს სინამდვილეს. ის ასევე წერდა და აქვეყნებდა მოთხრობებს.