მარიამ გარიყული

მარიამ გარიყული

1883-1960 / მწერალი, მსახიობი

ახალგაზრდობიდანვე საფუძვლიანად ეუფლებოდა მშობლიურ და რუსულ ლიტერატურას, ჩაბმული იყო საზოგადოებრივ აქტივობაში. ესწრებოდა  ფარულ შეკრებებს. საზოგადოებაში საკუთარი თავის ძიებამ მარიამ გარიყული ქართულ თეატრში მიიყვანა. სამსახიობო მოღვაწეობას ეწეოდა თბილისსა და ქუთაისში. თეატრიდან წამოსვლის შემდეგ ლიტერატურულ ფსევდონიმად აირჩია  გარიყული.

ლადო მესხიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით და მისივე წაქეზებით გახალისებული ლიტერატურულ საქმიანობასაც კიდებს ხელს. იწყებს ილიას, აკაკის, ნინოშვილის ნაწარმოებების პიესებად გადაკეთებას, წერს საკუთარ ესკიზებს, მცირე მოცულობის მოთხრობებს.

1912 წელს „საქართველოს მოამბეში” დაიბეჭდა მისი მოთხრობა „სარდაფში”. მას შემდეგ აქტიურ სამწერლო მოღვაწეობას ეწევა. 1930-იან წლებში დაწერილ ნაწარმოებთაგან გამორჩეულია რომანი „ანარეკლი”. წლების მანძილზე თანამშრომლობდა საბავშვო ჟურნალ-გაზეთებთანაც, ასევე გამოქვეყნებული აქვს მემუარული ჟანრის ნაწარმოები „განვლილი გზა”, რომელიც მწერლის ცხოვრებასთან ერთად, არაერთ საინტერესო ლიტერატურულ პორტრეტს მოიცავს. 

სრული ბიოგრაფიის წაკითხვა

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება