ლბტ ქალები და ჰომოფობია

Teaser Image Caption
ნათია გვიანიშვილი, ეკა აღდგომელაშვილი და მარინა ვაშაყმაძე

ანოტაცია

რა გავლენას ახდენს ჰომოფობიური თუ ტრანსფობიური გარემო ლესბოსელ, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ქალებზე? რა პრობლემებს აწყდებიან ლბტ ქალები საქართველოში და რატომ არის მათი მონაწილეობა ფემინისტურ მოძრაობაში აუცილებელი?

სტუმრები არიან: ეკა აღდგომელაშვილი, მკვლევარი, ფემინისტი აქტივისტი და „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ დამფუძნებელი, თავის ფემინისტურ გამოცდილებაზე საუბრობს ფემინისტი რეჟისორი ლია ჯაყელი.

მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გადაცემას უძღვება ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი ნათია გვიანიშვილი. რუბრიკა „ფემინისტურიმუსიკა“ მიჰყავს ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრს ლილი მამულაშვილს.

 

ნათია გვიანიშვილი, ლია ჯაყელი და მარინა ვაშაყმაძე

ფემინისტური მუსიკა: PJ Harvey

PJ Harvey- ს, კარიერის დასაწყისში, ხალხი იცნობდა, როგორც გაბრაზებულ გოგოს, რომელიც ისეთ თემებზე მღეროდა, რომლებსაც, როგორც წესი, სხვები თავს არიდებდნენ. ფიჯეიმ საკუთარი შემოქმედების საშუალები გამოწვევა გაუგზავნა პატრიარქალურ კულტურაში ღრმად გამჯდარ სტერეოტიპებს ქალის და ქალურობის შესახებ. მისი სასცენო იმიჯი გამოირჩეოდა გადამეტებული ფემინურობით, ხოლო სიმღერის სტილი კი ისტერიულობით. თავის შემოქმედებით, PJ Harvey, ძირს უთხრის მამაკაცის ბრძოლას დომინაციისთვის. აგრეთვე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მის სიმღერებში, რომელებიც ძალიან ხშირად, ქალის სექსუალობას ეხება, ქალი ავტონომიურ სექსუალურ ქმნილებად არის წარმოჩენილი და არა უბრალოდ მამაკაცის სურვილის ობიექტად.

<<გადაცემების არქივის სანახავად გადადით ბმულზე>>