ნანა ბაგალიშვილი

ნანა ბაგალიშვილი

განათლება: ევროპისმცოდნეობის ბაკალავრი; კულტურის მენეჯმენტის მაგისტრატურის სტუდენტი

თანამდებობა: არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო ინიციატივა - Civic Initiative” თავმჯდომარე; „წნორის საინიციატივო ჯგუფის“ დამფუძნებელი; კომპანია „ბადაგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

კვლევის ინტერესები/სამუშაო თემები: რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდობა; თვითმმართველობის დეცენტრალიზაცია; ურბანული კულტურა; უმცირესობები;

ენები: ქართული; ინგლური; პოლონური (დამწყები)

ქალაქი: წნორი (სიღნაღის მუნიციპალიტეტი)

ელ. ფოსტა: nana_bagalishvili[at]live.com

2011-2012 წლებში „წნორის საინიციატივო ჯგუფთან“ ერთად ადგილობრივი ბიზნესის და სხვადასხვა საზოგადიებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობით ნანა ბაგალიშვილმა გააკეთა 9 მინი კულტულ-საგანმანათლებლო პროექტი წნორისა და მიმდებარე სოფლების ახალგაზრდებისთვის.  

2013 წლიდან ის ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას “სამოქალაქო ინიციატივა - Civic Initiatives”. ორგანიზაციის გუნდთან ერთად ნანა მუშაობს ახალგაზრდებისთვის კულტურულ-საგანამათლებლო სივრცეების შექმნისთვის რეგიონებში (ამ ეტაპზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში). ამასთან, ნანა ატარებს ტრენინგებს თემაზე "ფულისა და რესურსების კრეატიული მოძიების მეთოდები და სათემო მობილიზება", და მუშაობს 2015 წელს წნორში შექმნილი ახალგაზრდული სივრცის პროგრამულ უზრუნველყოფაზე.

2015 წლიდან ნანა წარმოადგენს ქართული ჩურჩხელის კომპანიის „ბადაგი“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს და არის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მწვანე აკადემიის მონაწილე.

ნაშრომები: https://naninasun.wordpress.com/

1 Comment

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება

iago

დიდი სიამოვნებით გადავიღებდი დოკუმენტურ ფილმს ,,წნორელი ფერია" და ვაჩვენებდი საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში მუქი ფერების გასაფერადებლად.