არევიკ მარტიროსიანი

განათლება: სოციოლოგიის მაგისტრი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კვლევის ინტერესები: თანამედროვე ანარქისტული კვლევები, პოსტ-კოლონიური ფემინიზმი, ტრანსგენდერთა საკითხები, ურბანული და მედია კვლევები, პოსტ საბჭოთა ქვეყნების ნეო-ლიბერალური მეხსიერების პოლიტიკა, შრომის სოციოლოგია, ყოველდღიური ცხოვრების სოციოლოგია, წინააღმდეგობის ეფექტები, სხეულის პოლიტიკა, საერთო სიკეთეები.

ენები: სომხური, რუსული, ფრანგული, ინგლისური (საშუალოდ), არაბული.

ქალაქი: ერევანი

ელ. ფოსტა: arevikmartirosyan87(at)gmail.com

ბიოგრაფია:

არევიკი ამჟამად ერთ-ერთი აქტიური ფემინისტი მკვლევარია სომხეთში. ის არის რამდენიმე დოკუმენტური ფილმის ავტორი, რომელიც პოლიტიკური ჩართულობის, ანტიმილიტარიზმის და ფემინიზმის თემებს ეძღვნება. მისი განსაკუთრებული ინტერესის საგანია ომისა და უსაფრთხოების დისკურსის ზეგავლენა სომხეთის პოლიტიკურ კულტურაზე, ასევე, გარემოსდაცვითი საკითხების გადაკვეთა რუსეთისა და „დასავლეთის“ კაპიტალისტურ და კოლონიურ ექსპანსიასთან.

არევიკი სხვადასხვა ფემინისტური და არტ კოლექტივების დამფუძნებელი და წევრია. ასევე, ის იყო არაერთი აქტივობის ინიციატორი, რომელთა მიზანს წარმოადგენდა საჯარო სივრცის დაკავება და ფემინიზირება, ტექსტების წერა თუ სხვა ფემინისტური პრაქტიკების განხორციელება. ის არის პარტიზანული ჯგუფის “Revorythms”-ის წევრი:  http://www.spacesproject.net/living-with-shushanik-kurghinyan   

ნაშრომები:

ნაშრომების სია წარმოდგენილია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.