50 ქალი საქართველოდან (2013)

Teaser Image Caption
Elene Dariani-Bakradze, (1897-1979) Poet

პროექტის ფარგლებში შეგროვდა 50 ქალის ისტორია, რომელიც საფოსტო ბარათების სახით დაიბეჭდა მოკლე ბიოგრაფიების თანხლებით. 50 ქალის სია ფარავს ცნობილ და ნაკლებად ცნობილ ქალებს XIX-XX საუკუნის საქართველოდან. პროექტმა ხელი შეუწყო ინფორმაციის გავრცელებას ქალებზე, რომლებმაც თავიანთი შრომით წვლილი შეიტანეს ქართული საზოგადოების განვითარებაში როგორც ხელოვანებმა, მწერლებმა, პოეტებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და სხვ.

მკვლევართა ჯგუფის წევრები იყვნენ:

  • ლელა გაფრინდაშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, „ქალთა ინიციატივა თანასწორობისთვის“ თავმჯდომარე
  • ეკა აღდგომელაშვილი და ეკა წერეთელი - ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
  • ეკა ფირცხალავა - ფსიქოლოგიის დოქტორი, თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
  • თამთა მელაშვილი - ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ყოფილი სტიპენდიანტი, მწერალი
  • თამთა თათარაშვილი - ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ყოფილი სტიპენდიანტი, ფონდი „ტასო“
  • ქრისტინე დარჩია - ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ყოფილი სტიპენდიანტი
  • შორენა გაბუნია - ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ყოფილი სტიპენდიანტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“
  • თამარ (თათა) ცოფურაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
  • ირაკლი ხვადაგიანი - ისტორიკოსი, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“

- სრული მასალის (ბიოგრაფიების) რედაქტირება გააკეთა დრამატურგმა და მთარგმნელმა დავით გაბუნიამ.

საფოსტო ბარათების და სრული ტექსტები შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს ვებ-საიტზე: ქალთა მუზეუმი

ინფორმაცია პუბლიკაციის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.