ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი არის მწვანე პოლიტიკური ფონდი და ასევე საერთაშორისო პოლიტიკის ქსელი. ის მწვანე პოლიტიკური მოძრაობის ნაწილია, რომელიც მსოფლიოში განვითარდა  სოციალიზმის, ლიბერალიზმისა და კონსერვატიზმის ტრადიციული პოლიტიკის საპასუხოდ.

ჩვენს შესახებ

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო დაარსდა 2003 წელს თბილისში. ფონდის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დემოკრატიზაციის პროცესს.  

ჩვენ ვმუშაობთ გენდერული თანასწორობის, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების, სოციალური და გარესმოსდაცვითი სამართლიანობის კუთხით. ფონდის ღირებულებებისა და პრინციპების შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ ინიციატივებს, რომლებიც ქმნიან და აძლიერებენ ინკლუზიურ პოლიტიკურ კულტურას, რომელიც უზურუნველყოფს საჯარო ჩართულობას დემოკრატიული განვითარების, სოციო-ეკოლოგიური ტრანსფორმაციისა და გენდერული დემოკრატიის კუთხით. ჩვენ ვართ გლობალური სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი და მხარს ვუჭერთ ადგილობრივ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავენ მონაწილეობითი და სამართლიანი საზოგადოებების ჩამოყალიბებას. 

დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის და სამოქალაქო საზოგადოების პროგრამული მიმართულების ფარგლებში, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაიებთან ერთად, ვცდილობთ საჯარო დისკურსში საბჭოთა და პოსტ-საბჭთა ისტორიის შესახებ პლურალისტური და კრიტიკული მიდგომების შემოტანას. სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და ფორმატების გამოყენებით, როგორებიცაა ლექციები, გამოფენები, პუბლიკაციები, ჩვენ მხარს ვუჭერთ მეხსიერების პოლიტიკის შესახებ პლატფორმების ჩამოყალიბებას. 

გენდერული დემოკრატია ჩვენი ყველა აქტივობის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი აქტიურად მუშაობს გენდერული თანასწორობის, მათ შორის პოლიტიკურ და საჯარო დისკურსში სოციო-ეკონომიკური განვითარების გენდერული ასპექტების შემოტანის მიმართულებით. 

ეკოლოგიურად მდგრადი ტრანსფორმაცია ფონდის სამუშაო მიმართულებებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აქტუალურ პრობლემებს, რომლებიც გარემოსდაცვით სამართლიანობას ეხება, ვაყენებთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დონეზე.

როგორც რეგიონული ოფისი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი აწყობს რეგულარულად აწყობს დისკუსიებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე და ასევე ხელს უწყობს კონფლიქტების მშვიდობიან ტრანსფორმაციას. 
 

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ფემინისტური პროგრამა სხვადასხვა დროს მნიშვნელოვანი ფემინისტური პროექტების მხარდამჭერი იყო. აქ წარმოდგენილ რამდენიმე პროექტი არაერთი წლის მანძილზე ხორციელდებოდა ჩვენი ფონდის მხარდაჭერით. სწორედ ამიტომ, ჩვენი არქივის ერთ სივრცეში თავმოყრა და თქვენთვის გაზიარება მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო

ირაკლი აბაშიძის 46ა
თბილისი 0179
საქართველო

E:  info[at]ge.boell.org
http://ge.boell.org/