თინათინ ყაუხჩიშვილი

(1919 – 2011)

თინათინ ყაუხჩიშვილი დაიბადა 1919 წლის 10 მაისს. მისი დედა იყო თამარ იშხნელი, ხოლო მამა - ჩვენს ქვეყანაში კლასიკური ფილოლოგიის და ბიზანტინისტიკის პატრიარქი აკადემიკოსი, სიმონ ყაუხჩიშვილი.

თინათინმა მიიღო შესანიშნავი განათლება უკვე ოჯახში, შემდეგ თბილისის პირველ საცდელ-საჩვენებელ შრომით სკოლაში (ზანდუკელის სკოლა), რომელსაც ხელმძღვანელობდა მიხეილ ზანდუკელი და რომელიც ჩინებული პედაგოგებით იყო გამორჩეული. სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, პროფესიის არჩევისას დედის და მამის მოსაზრებები გაიყო, მამას მიაჩნდა, რომ მის ქალიშვილს ექიმის პროფესიას უნდა აერჩია, დედა კი ასაბუთებდა, რომ თინათინს აშკარა მიდრეკილება ჰუმანიტარული დარგებისადმი ჰქონდა. დედის თვლასაზრისმა გაიმარჯვა და 1926 წელს თინათინი ხუთოსნის დიპლომით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილებაზე, უგამოცდოდ ჩაირიცხა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მის პროფესიულ სრულყოფაზე ზრუნავდნენ ქართული მეცნიერების ცნობილი კორიფეები, უნივერსიტეტის დამაარსებლები და ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების სახელისა და ავტორიტეტის შემქმნელნი: აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი, არნოლდ ჩიქობავა, გიორგი წერეთელი, ნიკოლოზ ბერძენიშვილი, ვარლამ თოფურია და მრავალი სხვა.  1941 წელს, უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, მან გადაწყვიტა, თავისი სამეცნიერო კარიერა დაეკავშირებინა კლასიკურ ფილოლოგიასთან, ბერძნულ-ქართული ურთიერთობების კვლევასთან, რისთვისაც იგი 1941 წლის შემოდგომიდან სწავლას აგრძელებს ასპირანტურაში, სიმონ ყაუხჩიშვილის ხელმძღვანელობით. კლასიკური ენებისა და ცივილიზაციის პარალელურად საფუძვლიანად შეისწავლა ძველი სომხური ილია აბულაძესთან, არაბული გიორგი წერეთელთან, გაიღრმავა ცოდნა ევროპულ - ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებში. 1944 წელს  წარმატებით დაამთავრა ასპირანტურის კურსი. 1945 წლის 6 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ, აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას თავმჯდომარეობით, 26 წლის ასაკში მიანიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

1945 წლიდან თინათინ ყაუხჩიშვილი თავის სამეცნიერო საქმიანობას უკავშირებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტს. აქ გაიარა მან მეცნიერული ზრდის ყველა საფეხური უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლიდან მთავარ მეცნიერ-თანამშრომლამდე.

1946-53 წლებში იგი კლასიკური ფილოლოგიის სფეროში კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლების მიზნით სისტემატურად იმყოფებოდა მივლინებით ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე. ცნობილი მეცნიერების, ი.ტოლსტოის, ი.ტრონსკის და ს.ლურიეს ხელმძღვანელობით, მან მიაღწია პროფესიონალიზმის იმ დონეს, რომ შეეძლო უკვე ურთულესი და უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელება თავის დარგში. ერთ-ერთი ასეთი პროექტი იყო საქართველოში არსებული ბერძნული წარწერების - იმ უნიკალური ეპიგრაფიკული ძეგლების შესწავლა და გამოკვლევა, რომლებიც ანტიკურობიდან მოყოლებული მრავლად დასტურდებოდა ჩვენს ქვეყანაში. ამ ძალზე მნიშვნელოვანი ამოცანის განსახორციელებლად თინათინ ყაუხჩიშვილმა მოიარა მთელი საქართველო და შეისწავლა როგორც მრავალ ასეულ ძეგლზე შემონახული ბერძნული წარწერები, ასევე სხვადასხვა ქალაქის საცავებსა და მუზეუმებში დაცული მასალები. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი სტატიის პუბლიკაციის შემდეგ იგი 1951 წელს აქვეყნებს ფუნდამენტურ მონოგრაფიას "ბერძნული წარწერები საქართველოში", რომლისთვისაც მას 34 წლის ასაკში მიანიჭეს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. ამ ნაშრომზე გამოხმაურებები, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, იყო უაღრესად პოზიტიური და ეს წიგნი ერთხმად აღიარეს საეტაპო ნაშრომად ბერძნული ეპიგრაფიკის შესწავლის სფეროში.
ქართულ-ბერძნული ენობრივი ურთიერთობებისა და ბერძნული ეპიგრაფიკის პრობლემატიკის კვლევასთან ერთად თინათინ ყაუხჩიშვილი ინტენსიურად მუშაობს საქართველოს შესახებ ანტიკური წყაროების თარგმნისა და კომენტირების მიმართულებით. მან გამოსცა საქართველოს ისტორიის სპეციალისტთათვის ძალზე მნიშვნელოვანი წიგნები: სტრაბონის გეოგრაფია - ცნობები საქართველოს შესახებ (1957), აპიანეს „მითრიდატეს ომების ისტორია (1959), ჰეროდოტეს ცნობები საქართველოს შესახებ (1960), ჰიპოკრატეს ცნობები საქართველოს შესახებ (1965), პოლიბიოსის ცნობები საქართველოს შესახებ (1967), ასევე 6 წიგნი - ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ (1967-1987წწ.), რომლებშიც თავმოყრილია დამატებით მრავალი ბერძენი ავტორის ცნობები საქართველოს შესახებ. ეს წიგნები გამოირჩევა ანტიკური წყაროების ინტერპრეტაციის მაღალი დონით, ფასდაუდებელი სამეცნიერო კომენტარებითა და გამოცემის მაღალი კულტურით. 1976 წელს თ.ყაუხჩიშვილი აქვეყნებს მონოგრაფიას "საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროები", რომელშიც, ფაქტობრივად, აჯამებს თავისი სამეცნიერო კვლევის შედეგებს ბერძენ ავტორთა საქართველოს შესახებ არსებულ ცნობებთან დაკავშირებით. თინათინ ყაუხჩიშვილის მთარგმნელობითი მოღვაწეობა არ შემოიფარგლა მხოლოდ საქართველოს შესახებ არსებული ცნობების ქართულ ენაზე გადმოტანით, მან სრულად თარგმნა და ორ ტომად გამოაქვეყნა ჰეროდოტეს „ისტორია“ (1975-76 წწ.), რომელიც ანტიკურობის ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლის ქართულად თარგმნის შესანიშნავი ნიმუშია. სიცოცხლის ბოლოს თინათინ ყაუხჩიშვილი კვლავ დაუბრუნდა საქართველოში ბერძნული წარწერების თემატიკას. ამას მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი მისი და მისი მოსწავლეების ექსპედიციების შედეგად მრავლად გამოვლენილმა და ასევე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულმა ახალმა მასალებმა. 1999-2000 წლებში გამოდის მისი საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსის ახალი გამოცემა 3 ტომად. 2004 წელს ეს ნაშრომი შესწორებული და შევსებული სახით კიდევ ერთხელ ქვეყნდება, ხოლო 2009 წელს თავის 90 წლის იუბილეს თინათინ ყაუხჩიშვილი შეხვდა ამ შესანიშნავი წიგნის მესამე შესწორებული და შევსებული გამოცემით. თინათინ ყაუხჩიშვილი იყო არა მარტო მაღალი დონის მეცნიერი, არამედ შესანიშნავი პედაგოგი. იგი 1945-1952, 1968-1995 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეწეოდა ნაყოფიერ მუშაობას სტუდენტებთან და ასპირანტებთან. მან სპეციალისტთა არაერთი თაობა აღზარდა, რომელთაც წარმატებით დაიცვეს დისერტაციები და ნაყოფიერად გააგრძელეს მუშაობა ფილოლოგიისა და ისტორიის სფეროში. თინათინ ყაუხჩიშვილი ყოველთვის ღირსეულად წარმოადგენდა ქართულ მეცნიერებას საერთაშორისო ასპარეზზე. იგი სისტემატურად მოღვაწეობდა იენა-თბილისის ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციებში, არჩეული იყო ვინკელმანის საერთაშორისო საზოგადოების წევრად, მნიშვნელოვანი მეცნიერული დამსახურებებისათვის 1979 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1993 წელს - იმავე აკადემიის აკადემიკოსად.

დაჯილდოებულია: ვილკენმანის საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი (1971), სსრკ-საბერძნეთის საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი (1981), საქართველოს ისტორიული წყაროების კომისიის უცხოური წყაროების კომისიის თავმჯდომარე (1982), ღირსების ორდენის კავალერი (1999), სიმონ ყაუხჩიშვილის სახელობის პრემია (2008)

თინათინ ყაუხჩიშვილი გარდაიცვალა 2011 წელს.

მისი ძირითადი შრომები მოიცავს 15 წიგნსა და 80-მდე სამეცნიერო ნაშრომს ქართულ, რუსულ, გერმანულ, იტალიურ, ფრანგულ, ინგლისურ ენებზე.

 

წიგნები:

 1.            ბერძნული წარწერები საქართველოში, თბ. 1951

2.            ბერძნული წარწერები საქართველოში, თბ. 1953

3.            სტრაბონის “გეოგრაფია” (ცნობები საქართველოს შესახებ), თბ. 1957

4.            აპიანე “მითრიდატეს ომების ისტორია”, თბ. 1959

5.            ჰეროდოტეს ცნობები საქართველოს შესახებ, თბ. 1960

6.            ჰიპოკრატეს ცნობები საქართველოს შესახებ, თბ. 1965

7.            ბერძენ მწერალთა ცნობები საქართველოს შესახებ I-VIტ. (1967-1983)

8.            ჰეროდოტე “ისტორია” I-IIტ. თბ. 1975-76

9.            საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროები, თბ. 1976

10.          საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, ტ. I. თბილისი, 1999

11.          ბერძნული წარწერების კორპუსი, ტტ. II-III, თბილისი 2002

12.          ბერძნული ეპიგრაფიკა, თბილისი 2002

13.          საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, მეორე გამოცემა, თბ. 2004

14.          ბერძნული პალეოგრაფია, თბილისი 2004

15.          საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, მესამე გამოცემა, თბ. 2009

 

სტატიები

 1.   მასალები À-ს ისტორიისათვის (V-XIსს), თბილისი 1944

2.            hios arren  ძე წული. ენიმკის მოამბე, XIV, თბილისი, 1944.

3.            ზოგიერთი კავშირისა და ნაწილაკის მნიშვნელობისათვის ძველ ქართულში. იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, I, თბილისი, 1946.

4.            ბერსუმა პიტიახშის წარწერისათვის. თსუ შრომები, XXX/IB, თბილისი, 1947.

5.            გრემის ბერძნული წარწერა. თსუ შრომები, 37, თბილისი, 1949.

6.            იოანე ვახტანგის ბერძნული წარწერა. მეცნ. აკად. მოამბე, X, 6, თბილისი, 1950.

7.            Греческая надпись Иоанна – Вахтанга. Сообщения АН Грузии, ХI, 6. Тбилиси, 1950.

8.            ქართული ხელნაწერების ბერძნული მინაწერები. მიმომხილველი, II, თბილისი, 1952.

9.            კომპოზიტები ძველ ქართულში. თსუ შრომები, 47, თბილისი, 1952.

10.          გენოს – ტერმინის მნიშვნელობისათვის სტრაბონთან. მიმომხილველი, III, თბილისი, 1953.

11.          წილკნის გემის ბერძნული წარწერა. მასალები საქართველოს არქეოლოგიისათვის, I, თბილისი, 1955.

12.          ბიჭვინტის მოზაიკისბერძნული წარწერა. მეცნ. აკად. მოამბე, XVI, 1, თბილისი, 1955.

13.          ჰეროდოტეს ზოგიერთი ცნობის შესახებ. მასალები საქართველოს ისტორიისათვის, # 32, თბილისი, 1955.

14.          Греческая надпись бичвинтской мозаики. Сообшения АН Грузии, Т. XVI, 1, Тбилиси, 1955.

15.          სტრაბონის ტერმინოლოგიისათვის. ისტორიის ინსტ.-ის შრომები, II, თბილისი, 1956.

16.          Греческая надпись на сухумском светильнике. Труды абхазского института… , №3. Сухуми, 1957.

17.          Эпиграфические новости из Грузии. ВДИ, 1958, № 4.

18.         Eine griechische Inschrift auf einen Öllämpchen aus Suchumi. Bibliotheca classica Orientalis, 1960, 4.

19.          Die Geographie Strabons. Bibliotheca classica Orientalis, 1960, 5.

20.          მემნონის ცნობები საქართველოს შესახებ. მასალები საქართველოს ისტორიისათვის, # 34, თბილისი, 1962.

21.          Epigraphische Neuigkeiten aus Grusien. Bibliotheca classica Orientalis, 1962, 2.

22.          ფსევდო-სკილაქსის ზოგიერთი ცნობის შესახებ. ქართული წყაროთმცოდნეობა, I, თბილისი, 1965.

23.          პოლიბიოსის ცნობები საქართველოს შესახებ. “ორიონი”, თბილისი, 1967.

24.          ვანის ბერძნული წარწერები. მეცნ. აკადემიის მოამბე, XLVIII, 1, თბილისი, 1967.

25.          კაზრეთის ბერძნული წარწერა. საქ. მუზეუმის მოამბე, XXVII-B. თბილისი, 1967. 26            

26.  Hippokrates’ Zeugnisse über Georgien. Bibliotheca classica Orientalis, 1967, 2.

27.          Греческая надпись из Казрети. Виз. Временник, № 29, Москва, 1968.

28.          არისტოტელეს ზოგიერთი ცნობის შესახებ. ქართული წყაროთმცოდნეობა, II, თბილისი, 1968.

29.          რეცენზიან.  ლომოურის წიგნზე “დიონკასიუსის ცნობები საქართველოს შესახებ”. ქართული წყაროთმცოდნეობა, II, თბილისი, 1968.

30.          Греческая эпиграфика, как источник истории Колхиды. Тезисы научной международной сессии, Тбилиси, 1969.

31.          ჰერაკლიდე და მისი ცნობები საქართველოს შესახებ. აღმოს. ფილოლოგია, I, თბილისი, 1969.

32.          ახალი გამოკვლევა კოლხიდის ქალაქების შესახებ: რეცენზია მ. ინაძის წიგნზე: Причерноморские города древней Колхиды. “მნათობი”, თბილისი, 1970, # 6.

33.          ბერძნული ეპიგრაფიკა, როგორც საქართველოს ისტორიის წყარო. ქართული წყაროთმცოდნეობა, III, თბილისი, 1971.

34.Héraclide et ses connaissances sur la Géorgie. Bedi Kartlisa, XXVIII, Paris, 1971.

35.          ალექსანდრე გამყრელიძე. ქართული წყაროთმცოდნეობა, IV, თბილისი, 1973.

36.          ანტიკური სამყარო რუსთაველის ეპოქის ისტორიოგრაფიაში, I. მაცნე, ისტორიის… სერია, თბილისი, 1973, # 4.

37.          ანტიკური სამყარო რუსთაველის ეპოქის ისტორიოგრაფიაში, II. მაცნე, ისტორიის… სერია, თბილისი, 1974, # 3.

38.Héraclide et ses connaissances sur la Géorgie. Bedi Kartlisa, XXVIII, Paris, 1971.

39.          Греческая эпиграфика, как источник истории Грузии. „Проблемы античной культуры, Тбилиси, 1975.

40.          ანტიკური სამყარო რუსთაველის ეპოქის ისტორიოგრაფიაში, III. ივ. ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული. თბილისი, 1976.

41.          ბიჭვინტის ბერძნული წარწერის გამო. ნ. ბერძენიშვილისადმი მიძღვნილი კრებული. თბილისი, 1976.

42.          К истории колхов. “ეირენეს”კონგრესის მასალები. ერევანი, 1976.

43.          Греческие надписи на грузинских фресках. Atti del’primo simposio interna­ti­onale. Milano, 1977.

44. Aischylos’ “Perser” und Herodotos’ “Historie”        საერთაშორისოკონფერენციისმასალები. იენა, 1977.

45.          სტრაბონის “გეოგრაფიის” ტექსტისათვის. ბიზანტინოლოგიური ეტიუდები, თბილისი, 1978.

46.          ესქილეს “სპარსელები” და ჰეროდოტეს “ისტორია”. ქართული წყაროთმცოდნეობა, V, თბილისი, 1978.

47.          ბიჭვინტის მოზაიკის ბერძნული წარწერა. “დიდი პიტიუნტი”, IV, თბილისი, 1978.

48.          Грузинская эпиграфика. Историческая энциклопедия, Москва, 1978.

49.          Strabon und das alte Georgien. Philologus, Berlin. 1978, 1.

50.          Die Kaukasischen Stämme nach den antiken Quellen dargestellt (Heniocher). saerTaSoriso simpoziumis masalebi. Bergamo (Italia). 1979.

51.          О некоторых сведениях Ликофрона и его схолиастов. Сборник материалов конференции по вопросам античной культуры. Тбилиси. 1980.

52.   მასალები კავკასიის ტომთა ეთნოგენეზისათვის, IაქაÁები. მაცნე, ისტორიის… სერია, თბილისი, 1981, # 3.

53.  მასალები კავკასიის ტომთა ეთნოგენეზისათვის, IIჰენიოხები. მაცნე, ისტორიის.. სერია, თბილისი, 1981, # 4.

54.          გრიგოლ წერეთელი. საქ. მუზეუმის მოამბე, XXXVII, თბილისი, 1981.

55.          ნოქალაქევის ბერძნულიწარწერები. “ნოქალაქევი-არქეოპოლისი”, # 1, თბილისი, 1981.

56.          წილკნის აკლდამის ბერძნული წარწერა. მაცნე, ისტორიის… სერია, თბილისი, 1982, # 2.

57.          შესავალი წერილი წიგნში ალ. გამყრელიძე, წერილები. თბილისი, 1983.

58.          Греческие надписи гелатского храма. Источниковедческие разыскания, Тбилиси, 1984.

59.          Греческая надпись эшерского городища. Источниковедческие разыскания, Тбилиси, 1985.

60.          Греческая надпись на бронзовой плите из Вани. Проблемы древней истории Причерноморья. Тбилиси, 1987.

61.          Античные источники по истории г. Батуми. Источниковедческие разыскания, Тбилиси, 1987.

62.          სამეგრელოს ბერძნული ისტორიული წარწერები. ქართული წყაროთმცოდნეობა, VII, თბილისი, 1987.

63.          ვანის ბერძნული წარწერა ბრინჯაოს ფილაზე. ქართული წყაროთმცოდნეობა, VII, თბილისი, 1987.

64.          ანტიკური წყაროები ბათუმის ისტორიისათვის. ბათუმის ინსტიტუტის შრომები, თბილისი, 1987.

65.          Die griechischen Inschriften aus Georgien.  საერთაშორისო კონგრესი ბერძნულ-ლათინურ ეპიგრაფიკაში. სოფია, 1987.

66.          ხობის ბერძნული წარწერა. “ეგრისი”, თბილისი, 1988.

67.          Древнегреческие надписи Грузии. Источниковедческие разыскания, Тбилиси, 1989.

68.          Восточная ономастика в греческих надписях Грузии. Тезисы докладов сессии Иена-Тбилиси, Тбилиси. 1990.

69.          საირხის ბერძნული გრაფიტო. ქართული წყაროთმცოდნეობა, VIII, თბილისი, 1992.

70.          ნოქალაქევის ექსპედიციის მიერ მოპოვებული ბერძნული წარწერები. “ნოქალაქევი-არქეოპოლისი”, III, თბილისი, 1992.

71.          კახეთის წარწერების მიმოხილვა. ალ. ალექსიძისადმი მიძღვნილი საკავშირო კონფერენციის თეზისები, თბილისი, 1992.

72.          ახალი ბერძნული წარწერები არმაზციხე-ბაგინეთიდან. “მცხეთა”, თბილისი, XI, 1996.

73.          ახალი ბერძნული წარწერა არმაზციხე-ბაგინეთიდან (II). “ნარკვევები”IV, საიუბილეო კრებული, თბილისი, 1998.

74.          ბერძნულ წარწერიანი ნივთები მცხეთიდან, ოჩხარი, თბილისი 2002

75.          ადრე ქრისტიანული ბერძნული წარწერები საქართველოში. ქართული წყაროთმცოდნეობა X, თბილისი 2004

76.          სვეტონიუსი, ენა და კულტურა, # 5-6, თბილისი 2005

77.          ბერძნული ეპიტაფია სოხუმიდან, კრებულში: შოთა მესხია – 90, თბილისი 2006

78.          მედეას ეტიმოლოგიისათვის, ქართული წყაროთმცოდნეობა, XI, თბილისი 2006

79.          A recently discovered Greek Inscription from Georgia, moambe t. 175, #1, Tbilisi 2007

 

 სტატიები ენციკლოპედიებში:

  1. ქსე -I-XIტტ.( აპიანე- ჰეროდოტე)
  2. ქსე-ს სამტომეულისთვის 18 სტატია (იმავე ავტორებზე)