ლექციაში მიმოხილულია ე.წ. საბედისწერო ქალის, როგორც მძლავრი არქეტიპული სახის, ჩამოყალიბების ისტორია, რომელიც კინოში (განსაკუთრებით, კლასიკური პერიოდის ჰოლივუდში) ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სახე გახდება. რა თვისებები ახასიათებს მას და პატრიარქალურ კულტურაში ჩამალულ რა ფობიებს გამოავლენს? არის თუ არა იგი ორგანული ქართული კინოსთვის? – ამ საკითხებს რამდენიმე ფილმის მაგალითზე (ფრაგმენტების ჩვენებით) განვიხილავთ.
ლექცია მომზადებულია შემდეგი სტატიების მიხედვით:
1. თეო ხატიაშვილი "ვის ეშინია საბედისწერო ქალის?"
2. თამთა თათარაშვილი "გენდერი და სექსუალობა ქართულ კინოში"
ლექცია მომზადებულია ციკლისთვის "ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში".