ფემინისტური ტრაფარეტის მასტერ-კლასი

Კითხვის დრო: 2 წუთი

აქტივისტებს, არტისტებსა და სოციალური საკითხებით დაინტერესებულ პირებს ვიწვევთ  ვიქტორია ლომასკოს მასტერ-კლასზე, რომელიც პოლიტიკურ და სოციალურ თემაზე შექმნილი არაერთი გრაფიკული ნამუშევრის ავტორია. მასტერ-კლასის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ ისწავლონ პოსტერების გაკეთება წინასწარ შექმნილი ტრაფარეტის ქაღალდზე გადატანის გზით.

ვიქტორია შემოგთავაზებთ პოსტსაბჭოთა სივრცის ფემინისტური ტრაფარეტების ანალიზს და გაგაცნობთ, თუ რომელი მხატვრული ხერხის გამოყენებაა შესაძლებელი სოციალური პოსტერისთვის ტრაფარეტის შესაქმნელად.

პოსტერების თემები ფემინისტური შინაარსის იქნება: ბრძოლა ქალის მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, ქალის უფლებები, ქალთა სოლიდარობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ:

  • რეზიუმე (არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს);
  • სამოტივაციო წერილი (არ უნდა აღემატებოდეს 200 სიტყვას), სადაც გააზრებული იქნება  მოცემული თემების ფარგლებში რომელი კონკრეტული სიუჟეტები იქნება მონაწილისთვის აქტუალური (მაგ., ფემიციდი, სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები, შრომითი უფლებები და ა. შ.).

ელექტრონულ მისამართზე: etuna.nogaideli(at)ge.boell.org. დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 2016 წლის 19 თებერვლისა. გთხოვთ, თემის გრაფაში მიუთითეთ: მასტერ-კლასი.

საუკეთესო ნამუშევრები წარმოდგენილი იქნება 3-5 მარტს გოეთეს ინსტიტუტში ორგანიზებულ გამოფენაზე კონფერენციის «Women in the Public Spaces: when Personal becomes Political»  ფარგლებში. გარდა ამისა, მასტერ-კლასის დროს გაკეთებული ყველა პოსტერი გახდება სარვამარტო მსვლელობის გაფორმების ნაწილი.

 

პროგრამა

მასტერ-კლასის ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ოფისში სამუშაო საათების შემდეგ ჩატარდება 3 შეხვედრა (ხანგრძლივობა: 2-2,5 საათი), რომლის ზუსტი თარიღები განისაზღვრება მონაწილეებთან შეთანხმებით.

I დღე:

  • შესავალი. ქუჩის გრაფიტის სახეობები. სოციალური ხელოვნება.
  • სოციალური პოსტერის ე.წ. „მესიჯი“. სავარაუდო აუდიტორია, რომელსაც გვსურს  მივმართოთ.
  • შესაბამისი თემების კოლექტიური განხილვა.
  • ესკიზების მომზადება.
  • საშინაო დავალება

II დღე:

  • კოლექტიური განხილვა და ესკიზების ანალიზი.
  • ლოზუნგების შემუშავება.
  • ტექსტისა და ნახატის ურთიერთქმედება.
  • სოციალურ პოსტერებში გამოსაყენებელი მხატვრული ხერხების შესწავლა.
  • საბოლოო ესკიზი.
  • საშინაო დავალება.

III დღე:

  • პროექტორის მეშვეობით ესკიზების დიდი ფორმატის ქაღალდზე გადატანა.
  • ტრაფარეტების გამოჭრა ქაღალდიდან.
  • ქაღალდზე ან მუყაოზე დატანება.