ფემინისტრი დედის დღიურები 2019 წელს
პროექტის ფარგლებში იგეგმება პუბლიკაციის „ფემინისტი დედის დღიურები“ გამოცემა. პროექტის მიზანია მკითხველებს მიაწოდოს დედობის ირგვლივ არსებული ლოკალური კრიტიკული ანალიზი. ასევე წიგნი, ფემინისტური ლიტერატურის მიმოხილვის საფუძველზე არის მცდელობა კითხვის ქვეშ დასვას ქალის „ფუნდამენტური“ როლი პატრიარქალურ საზოგადოებაში.
ფემინისტრი დედის დღიურები 2017 წელს
(დასრულებული პროექტი) პროექტის მიზანი იყო დედობის, როგორც გამოცდილებისა და როგორც ინსტიტუციის წინააღმდეგობრივ ასპექტებზე ფემინისტური დისკუსიის წამოწყება. ასევე, ‘დედობის’ ცნების კრიტიკული გადააზრება დედების გამოცდილებასა და ფემინისტების ხედვაზე დაფუძნებით.
პროექტის ავტორი: გენდერის მკვლევარი და ფემინისტი, თამთა თათარაშვილი.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
○ დედობის ცნების ანალიზი ფემინისტური თეორიების მიხედვით, ლიტერატურის მიმოხილვა;
○ ქართველ დედებთან ჩაიწერა და გაანალიზდა 16 ზეპირი ისტორია;
○ საქართველოს რეგიონებში ჩატარდა საჯარო დებატები, კერძოდ:
- ლაგოდეხის რაიონი: სოფლები წნორი და ლელიანი;
- ზუგდიდის რაიონი: სოფელი ანაკლია;
- ოზურგეთის რაიონი: სოფელი დვაბზუ;
- ქალაქი ბათუმი;
- ქალაქი ქუთაისი;
- ქალაქი თბილისი.
ფემინისტური ლიტერატურის შეჯერების და ინტერვიუების ანალიზის საფუძველზე პროექტის ბლოგზე გამოქვეყნდა 6 სტატია, რომელთა ნახვა შესაძლებელია ამ ლინკზე.