(დასრულებული პროექტი)
საერთაშორისო გენდერული ვორქშოფების სერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სხვადასხვა ოფისებს შორის კოოპერაციას წარმოადგენს. ვორქშოფზე გენდერული პროგრამების კოორდინატორები და მათი პარტნიორი ექსპერტები გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს.
- 2012
„გამადიდებელი შუშით დანახული გენდერის წახნაგები“ - ორგანიზებული იყო თბილისში, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ, სადაც რუსეთის, უკრაინის და პოლონეთის ოფისები იღებდნენ მონაწილეობას. ვორქშოფის მასალები გამოცემულია პუბლიკაციის სახით.
- 2013
„გენდერის წინააღმდეგ მიმართული რეაქციის დაძლევა: უკრაინის, ბელორუსიის, რუსეთის, საქართველოს, სომხეთის და პოლონეთის გამოცდილება“ ორგანიზება და მასპინძლობა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის კიევის ოფისმა გაუწია. ამ ღონისძიებაში სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მხარდაჭერით ქართველი და სომეხი აქტივისტებიც მონაწილეობდნენ: მაია ბარქაია, ლილი მამულაშვილი (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი) და ანა ნიკოგოსიანი (საზოგადოება ძალადობის გარეშე).
მომზადებული მასალების საფუძველზე ელექტრონული პუბლიკაცია გამოქვეყნდა. ვორქშოფზე წარმოდგენილი პრეზენტაციების შედეგად გამოიკვეთა, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, აღნიშნულ ექვს ქვეყანაში მსგავსი ტენდენციები შეინიშნება. რელიგიისა და ნაციონალიზმის ბოლოდროინდელი გაძლიერების ფონზე საზოგადოება უკან იხევს და საფრთხე ექმნება იმ ღირებულებებს, რაც ფემინისტური და ლგბტ-აქტივიზმის შედეგად იქნა მიღწეული.
- 2014
წინ მივიწევთ თუ უკან ვიხევთ? ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში გენდერული პრობლემების დაძლევის სტრატეგიაზე მუშაობა. ვორქშოფს ორგანიზება ბერლინის ოფისმა გაუწია 2014 წლის შემოდგომაზე. მომზადებული მასალების საფუძველზე პუბლიკაცია გამოქვეყნდა, რომელიც ითარგმნა და გამოიცა ქართულ და სომხურ ენებზეც.
- 2015
თანასწორობა ყველასთვის. სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების მეინსტრიმინგის სტრატეგიები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ვორქშოფი ჩატარდა 2015 წლის ნოემბერში ვარშავაში და მას ორგანიზება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პოლონეთის ოფისმა გაუწია.
სამხრეთ კავკასიელმა მონაწილეებმა პრეზენტაციის თემაზე სტატიები დაწერეს, რომლებიც გამოქვეყნებულია ან უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება ჩვენს საიტზე:
- ალა პარუნოვა - სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში: ძალაუფლების დეკლარირება თუ უჩინარი დისკრიმინაცია?
- ნათია გვიანიშვილი - ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრება საქართველოში და სპეციფიურ ჯანდაცვასთან ხელმისაწვდომობა;
- გოჰარ შაჰნაზარიანი - გენდერული ძალადობის სტრუქტურული და კულტურული მიზეზები სომხეთში. - 2016
ბრძოლა საჯარო სივრცისთვის: როცა პირადი პოლიტიკურია. ვორქშოფს ორგანიზება სამხრეთ კავკასიის ოფისმა გაუწია 2016 წლის მარტში, თბილისში. მომზადებული მასალების საფუძველზე კი პუბლიკაცია დაიბეჭდა.
სტატია ღონისძიების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ. - 2017
გენდერი და სამხედრო კონფლიქტი აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში ფემინისტური ლინზით. ღონისძიებას ორგანიზება კიევის ოფისმა გაუწია ლვოვში, 2017 წლის მარტში.
მომზადებული მასალების საფუძველზე ელექტრონული პუბლიკაცია შეიქმნა.
სამხრეთ კავკასიელი მონაწილის სტატია გამოქვეყნდა ვებ საიტზე: ნარგიზა არჯევანიძე - იძულებით გადაადგილებულ ქალთა გამოცდილებები. - 2018
გენდერულად ორიენტირებული მდგრადი განვითარება. ვორქშოფს ორგანიზება ბელგრადის (სერბეთი) ოფისმა გაუწია 2018 წლის აპრილში. ვორქშოფი ფონდის თანამშრომლებისა და პროგრამის კოორდინირებაზე იყო ორიენტირებული და სასწავლო ტურის ხასიათი ჰქონდა.