ფემინსტრიმი (2015-2019)

(მიმდინარე პროექტი)

პროექტი 2019 წელს

ქალთა ფონდი საქართველოში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისთან თანამშრომლობით, აგრძელებს პროექტს „ფემინსტრიმი“, რომლის მიზანია ქართულ მედიასივრცეში ახალი სადისკუსიო ნიშის გაძლიერება ფემინისტური აუდიოპოდკასტების შექმნის გზით.

პროექტი ემსახურება ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, გენდერული თანასწორობის შესახებ ცოდნისა და მგრძნობელობის გაზრდას, ქალთა ინსპირაციასა და სოლიდარობას.

ფემინისტრიმის ახალი სეზონის პარტნიორი ამჯერადაც ჟურნალი ლიბერალია, რომლის პლატფორმაზეც განთავსდება ფემინისტური პოდკასტები. 

გარდა ამისა, ფემინისტრიმის პოდკასტების მოსმენა შესაძლებელი იქნება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ფემინისტურ ვებგვერდსა და ასევე  ქალთა ფონდის ოფიციალურ გვერდზე. 

პროექტი 2018 წელს

 
2018 წელს ფემინსტრიმი თანამშრომლობდა ჟურნალ ლიბერალთან, რომელიც პოდკასტების სერიას საკუთარ ვებ პლატფორმაზე ათავსებდა.

2018 წლის განმავლობაში „ფემინსტრიმმა“ შეინარჩუნა აუდიო პოდკასტების ფორმატი და ქმნიდა პოდკასტებს ვეგანობისა და ფემინიზმის ურთიერთმიმართებაზე, ლიტერატურაზე, პოპ კულტურაში ქალთა რეპრეზენტაციასა და სექსუალობაზე, ქალთა ყოფაზე რეგიონებში.

პროექტი 2017 წელს

ქალთა ფონდმა საქართველოში და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ პროექტი  ფემინსტრიმი ახალი ფორმატით გააგრძელეს. 2017 წლის მარტში დაანონსდა პროექტსი გაგრძელება ფემინისტური აუდიო პოდკასტების სახით.

 
პროექტის პრომო ვიდეო:


 

ფემინსტრიმის მიზანი იყო ხელოვნების, მუსიკის, ლიტერატურისა და კინოს ფემინისტური პერსპექტივიდან განხილვა აუდიო პოდკასტების ფორმატით. გუნდის ძველი და ახალი წევრები იყვნენ: 

- ნათია გვიანიშვილი - ლიტერატურა;
- თეო ხატიაშვილი - კინო;
- ლილი მამულაშვილი - მუსიკა;
- ხათუნა ხაბულიანი - ხელოვნება.

აუდიო პოდკასტების ნახვა შესაძლებელია ამ ლინკზე.

პროექტი 2015 წელს

ქალთა ფონდმა საქართველოში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა რადიოგადაცემის ფემინსტრიმი ციკლი. პროექტი ხორციელდებოდა რადიო თავისუფლებასთან და ფემინისტების დამოუკიდებელ ჯგუფთან თანამშრომლობით.

პროექტის ფემინსტრიმი მიზანი იყო ქალთა საკითხებზე პროგრესული საზოგადოებივი აზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ქართულ რადიო სივრცეში ახალი სადისკუსიო ნიშის შექმნა, რომელიც მთლიანად მოემსახურება ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, გენდერულ თანასწორობის შესახებ ცოდნისა და მგრძნობელობის გაზრდას, ქალთა ინსპირაციასა და სოლიდარობას.

ფემინსტრიმი რადიო თავისუფლების ეთერში (FM 107.4) გენდერული ამბების პროგრამის ფარგლებში ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათზე გადიოდა (2015 წლის თებერვალი-ივლისი). განმეორებით ფემინსტრიმის მოსმენა შესაძლებელი იყო ყოველ შაბათს 13:00 საათზე რადიო თავისუფლების ეთერში. ასევე ყოველ ოთხშაბათს 21:00 საათზე და ხუთშაბათს 10:00 საათზე "ფემინსტრიმის" ჩანაწერი გადიოდა ArtArea-ს ეთერში.

რადიო გადაცემის ფორმატი:
დღის დიალოგი – ქალთა უფლებრივი მდგომარეობის აქტუალური საკითხები, განხილული ფემინისტური თეორიების ჭრილში;
ფემინისტური მუსიკა – ინფორმაცია ფემინისტური ჯგუფებისა და შემსრულებლების შესახებ, ფემინისტების საკულტო სიმღერების პრეზენტაცია;
ქალის ამბავი – ქალთა დაკარგული წვლილი და ისტორიები.

რადიოგადაცემების ვიდეო-არქივის სანახავად გადადით მითითებულ ბმულზე.

გარდა ამისა, პროექტის მონაწილეებმა მოამზადეს 3 სტატია, რომელიც გამოქვეყნდა ბიოლის ფონდის ვებ-გვერდზე:

- ნათია გვიანიშვილი - ლესბოსური ფემინიზმი და სეპარაცია როგორც პოლიტიკური წინააღმდეგობის ფორმა;

- ეკა იმერლიშვილი - „სილამაზის“ მახინჯი მითები;

- დაკო ბახტურიძე - ქალი, ქალები, ფემინიზმები - განსხვავების გადააზრება ფემინისტურ თეორიაში.