არჩევნები და მასთან დაკავშირებული პროცესები შეიძლება მოვიაზროთ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისა და, ზოგადად, ქალის, როგორც პოლიტიკური სუბიექტის წინ წამოწევის შესაძლებლობად. სწორედ ამიტომ, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების განმავლობაში პროექტ „იკითხე პოლიტიკას“ ფარგლებში ვაკვირდებოდით, თუ:
- რა სტერეოტიპებს იყენებდნენ ან ამყარებდნენ თავიანთი კამპანიების დროს პოლიტიკური სუბიექტები?
- რა გენდერული წინასწარგანწყობებით მოქმედებდნენ ისინი და როგორ უკუკავშირს იღებდნენ ამომრჩევლებისგან?
აღნიშნული საკითხების გასაანალიზებლად საჭირო გახდა არამხოლოდ საარჩევნო პროგრამების გენდერული ანალიზი, არამედ იმის განსაზღვრა, თუ რამდენად არის პოლიტიკური კამპანიები და სუბიექტები გენდერირებული (Gendered). ეს უკანასკნელი კი გულისხმობს, რომ პოლიტიკური კამპანიები და ის ძირითადი გზავნილები, რასაც კანდიდატები გვაწვდიან - არ არის გენდერისგან დაცლილი. მეორეს მხრივ კი, კანდიდატების აღქმა საზოგადოების მხრიდან სწორედ მათი გენდერის გათვალისწინებით ხდება.
2017 წლის 21 ნოემბერს გამართულ დებატზე წარმოდგენილი იქნა ანალიზი, რომელიც 2017 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში მომზადდა წინასაარჩევნო პროცესზე დაკვირვების შედეგად. გარდა ამისა, მომხსენებლებმა იმსჯელეს საკითხებზე:
- რა ჩარჩოების მიხედვით ხდება პოლიტიკოსი ქალის აღქმა? როგორ ზეგავლენას ახდენს გენდერული სტერეოტიპების კვლავწარმოებაზე ის კატეგორიები, რომლებსაც პოლიტიკური სუბიექტები კამპანიის წარმოების პროცესში იყენებენ? როგორ შეიძლება პოლიტიკის კეთების მამაკაცურ ნორმებთან დაპირისპირება?
დებატის მომხსენებლები:
- მარიამ ჭანჭალეიშვილი - გენდერის მკვლევარი, გამოყენებითი კვლევების კომპანია ARC
- ანა ილურიძე - გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
- თეონა ყუფუნია - პროგრამის უფროსი ოფიცერი, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)
- მოდერატორი: ნასტასია არაბული, ჟურნალისტი, რადიო თავისუფლება
მარიამ ჭანჭალეიშვილი. თვითმმართველობის არჩევნები: გენდერული სტერეოტიპები და გენდერირებული სუბიექტები - Heinrich Boell Foundation South Caucasus
Watch on YouTube
ანა ილურიძე. თვითმმართველობის არჩევნები: გენდერული სტერეოტიპები და გენდერირებული სუბიექტები - Heinrich Boell Foundation South Caucasus
Watch on YouTube
თეონა ყუფუნია. თვითმმართველობის არჩევნები: გენდერული სტერეოტიპები და გენდერირებული სუბიექტები - Heinrich Boell Foundation South Caucasus
Watch on YouTube