2003 წელს დაამთავრა აპ. ქუთათელაძის სახ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, არქიტექტურის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი ხელოვნებათმცოდნის სპეციალობით. ამჟამად სწავლობს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დოქტორანტურის განყოფილებაზე; სადისერტაციო თემა: ”1920-იანი წლების ქართული ფერწერა. უცნობი ქალი მხატვრები.” 2006 წელს იყო “Heinrich Boell”-ის ფონდის სტიპენდიანტი. თემა: “ქალი მხატვრები XX საუკუნის დასაწყისის ქართულ ხელოვნებაში, გენდერულ პრობლემატიკათა ჭრილში.” კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მონაწილეობს კონფერენციებში და თანამშრომლობს სამეცნიერო ჟურნალებთან.
© Heinrich-Böll-Stiftung e.V.
Schumannstraße 8
10117 Berlin
T +49 (30) 285 34-0
F +49 (30) 285 34-109
www.boell.de
info@boell.de