ანა ვოსკანიანი
სოციოლოგი

ანა სოციალური სამუშაოს სპეციალისტი, მკვლევარი და გენდერის ექსპერტია. ის ასევე ასწავლის ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის დეპარტამენტზე. 2005 წლის იანვარ-მაისში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი ინტერესის სფეროა ანტი-დისკრიმინაციული და ანტი-ოპრესიული პრაქტიკები სოციალურ სამსახურში.  ჩართულია პროფესიული ეთიკის სტანდარტებისა თუ სქესის პრენატალური შერჩევის საკითხებზე გენდერულ კვლევებში.