თამარ მაღრაძე არის ხელოვანი და მუშაობს ფერწერის, ვიდეო ხელოვნების, ანიმაციისა და ექსპერიმენტული ფილმების განხრით. თამარის ვიდეონამუშევრები, ნახატები და ანიმაციები ასახავს თანამედროვე სოციალურ და ეკოლოგიურ კონფლიქტებს და ტრანზიციასთან დაკავშრებულ ბრძოლას. გამოხატვისას თამარი იყენებს პერსონალურ მიდგომას და ხშირად მიმართავს სურეალისტურ მეთოდებს.
თამარ მაღრაძე დაიბადა 1988 წელს, თბილისში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, 2007–2011 წლებში. 2012 წელს თამარი სწავლის გასაგრძელებლად და საცხოვრებლად ბერლინში გადავიდა, სადაც მან დამთავრა მაგისტრატურა ახალი მედიებისა და ექსპერიმენტული ფილმის განხრით ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში. მისი ნამუშევრები ნაჩვენებია Museum für Fotografie, Berlin; ბერლინი; Haus am Lützowplatz, Berlin; ბერლინი; BF Artist Film Festival, London; ლონდონი; Tbilisi International Film Festival; თბილისი და სხვ.