ანა თანამშრომლობს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიდერობის და გენდერის ცენტრთან. ის კითხულობს კურსს სახელწოდებით „კულტურათაშორისი კონფლიქტები და გენდერული დისკრიმინაცია“. ამ მიმართულებით მისი კვლევები გამოქვეყნებულია ბეჭდურ და ონლაინ მედიაში. ამავდროულად, ანა მუშაობს მკვლევარის პოზიციაზე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ცივილიზაციისა და კულტურის კვლევების ცენტრი. როგორც ირანისტი, ანა წერს ირანის საშინაო და საგარეო პოლიტიკასა და მასზე ისლამის გავლენის თაობაზე. ამ მიმართულებით მისი კვლევის ინტერესია ირანის პოლიტიკური ლიდერების გამოსვლებში მითების შემოწმება და შიიტური ისლამის მექანიზმების დანერგვაზე დაკვირვება. ამ თემებზე მას გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მეცნიერული ნაშრომი სხვადასხვა ჟურნალებში.