ლელა გვიშიანი
lela gvishiani

 

ლელა არის ადამიანის უფლებების იურისტი 2014 წლიდან და მისი ინტერესები ძირითადად უკავშირდება სოციალური უფლებების რეალიზებას და სოციალური პოლიტიკის ფორმირებას საქართველოში.

წლების მანძილზე ლელა მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციაში ადამიანის უფლებების იურისტად სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის და სოციალური უფლებების სტანდარტების დამკვირდების/განმტკიცების ხელშეწყობისათვის.

ლელა არის დამოუკიდებელი მკვლევარი და აქვს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება. ლელას ძირითადი საქმიანობა უკავშირდება ანალიტიკური დოკუმენტების, მათ შორის, კვლევების, ანგარიშებისა და შეფასებების მომზადება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობისა და სოციალურ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი მექანიზმების ფუნქციონირების შესახებ. ლელა 2015 წლიდან არის მოქმედი ადვოკატი და აქვს ეროვნულ სასამართლოებში სტრატეგიული საქმისწარმოების გამოცდილება სოციალური უფლებების მიმართულებით.  2021 წლიდან ლელა არის ევროპის საბჭოს ეროვნული კონსულტანტი სოციალური უფლებების მიმართულებით.