შოთა პაპავა
დოქტორანტი, U.C. Berkeley

შოთა პაპავა ამჟამად მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე რუსული ენისა და ლიტერატურის დარგში. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა ადმინისტრაციულ თანამდებობებზე ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის ცენტრსა და დეპოლის უნივერსიტეტის კულტურის ცენტრში. 2007 წლიდან ის კითხულობდა ლექციებს ბერკლის (U.C. Berkeley) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში, სადაც ის ასევე ითავსებდა ინგლისურენოვანი ჟურნალის "Identity Studies in the Caucasus and the Black Sea Region“ რედაქტორის ფუნქციებს. ხოლო 2016 წელს მუშაობდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროში დემოკრატიული პოლიტიკური კულტურისა და რეგიონული და საერთაშორისო დიალოგის პროგრამის კოორდინატორად.

შოთა პაპავა სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებს ამერიკულ უნივერსიტეტში (ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი), ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფილოსოფიას ჩიკაგოს უნივერსიტეტში და ფილოლოგიას კალიფორნიის უნივერსიტეტში (ბერკლი).