პროექტის ფარგლებში შეგროვდა 50 ქალის ისტორია, რომელიც საფოსტო ბარათების სახით დაიბეჭდა მოკლე ბიოგრაფიების თანხლებით. 50 ქალის სია ფარავს ცნობილ და ნაკლებად ცნობილ ქალებს XIX-XX საუკუნის საქართველოდან. პროექტმა ხელი შეუწყო ინფორმაციის გავრცელებას ქალებზე, რომლებმაც თავიანთი შრომით წვლილი შეიტანეს ქართული საზოგადოების განვითარებაში როგორც ხელოვანებმა, მწერლებმა, პოეტებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და სხვ.
მკვლევართა ჯგუფის წევრები იყვნენ:
- ლელა გაფრინდაშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, „ქალთა ინიციატივა თანასწორობისთვის“ თავმჯდომარე
- ეკა აღდგომელაშვილი და ეკა წერეთელი - ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
- ეკა ფირცხალავა - ფსიქოლოგიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
- თამთა მელაშვილი - ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ყოფილი სტიპენდიანტი, მწერალი
- თამთა თათარაშვილი - ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ყოფილი სტიპენდიანტი, ფონდი „ტასო“
- ქრისტინე დარჩია - ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ყოფილი სტიპენდიანტი
- შორენა გაბუნია - ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ყოფილი სტიპენდიანტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“
- თამარ (თათა) ცოფურაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
- ირაკლი ხვადაგიანი - ისტორიკოსი, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“
- სრული მასალის (ბიოგრაფიების) რედაქტირება გააკეთა დრამატურგმა და მთარგმნელმა დავით გაბუნიამ.
საფოსტო ბარათების და სრული ტექსტები შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს ვებ-საიტზე: ქალთა მუზეუმი
ინფორმაცია პუბლიკაციის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.